კახა კალაძე - ამერიკული FARA-ს რუსულ კანონად წარმოჩენა ქვეყნის გარედან წამოსული დავალებაა

ეს არ არის ოპოზიციის მესიჯი, ეს არის გარედან წამოსული დავალება, კერძოდ ის, რომ ახლა უკვე FARA უნდა შეიფუთოს რუსულ კანონად. რა თქმა უნდა, ეს გარედან წამოსული მესიჯია და ამის მცდელობა ექნებათ, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიციის ეს მცდელობა უშედეგო იქნება.

„ცხადია, ეს არ გამოუვათ, იმიტომ, რომ გადაწყვეტილების მიღებისას, ვთქვით, რომ გავაკეთებთ იმ კანონის კოპირებას, რომელიც წლებია აშშ-ში მოქმედებს. რა თქმა უნდა, გამჭვირვალობა არის პრინციპულად მნიშვნელოვანი. როდესაც ხდებოდა სხვადასხვა ორგანიზაციის დაფინანსება, ეს აბსოლუტურად არაგამჭვირვალედ ხორციელდებოდა. ქვეყნის გადატრიალების მცდელობა ფინანსდებოდა გარედან, პოლარიზაცია ფინანსდებოდა და ფინანსდება გარედან, საზოგადოების დაპირისპირებაც ფინანსდებოდა გარედან. ეს ყველაფერი უნდა დავასრულოთ და საზოგადოებას ყველაფერზე უნდა ჰქონდეს პასუხი, ყველაფერი უნდა იყოს აბსოლუტურად გამჭვირვალე“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

ამასთან, კახა კალაძემ ადგილობრივ არჩევნებზე და ოპოზიციაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ „არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, ოპოზიცია მიიღებს თუ არა მონაწილეობას“.

„მათ ძალიან კარგად ესმით და იციან, რომ აუცილებლად დამარცხდებიან, განწირულები არიან მარცხისთვის. რა გადაწყვეტილებაც უნდათ, ის მიიღონ - გინდ ჩაერთონ არჩევნებში, გინდ - არა. რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობა გააკეთებს შესაბამის არჩევანს - მხარს დაუჭერს ქვეყნის განვითარებას, ქალაქების კეთილდღეობას, მხარს დაუჭერს იმას, რომ გამოწვევებს და პრობლემებს, რაც გვაქვს დღეს რაიონებში, ქალაქებში, სოფლებში, გაეცეს ღირსეული პასუხი. თქვენც ხედავთ, ბოლო წლების განმავლობაში როგორ ვითარდება თუნდაც დედაქალაქი, რამდენი კარგი პროექტი ხორციელდება და ამას, რა თქმა უნდა, ვერც ერთი რადიკალი ვერ შეაჩერებს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

გიორგი კაჭარავა - ნატოს ანკარის სამიტმა მკაფიოდ აჩვენა, რომ შავი ზღვის რეგიონი მისი თავდაცვის მოწინავე ხაზია
ქართული პრესის მიმოხილვა 09.07.2026
„არქიმ“ და NEXT-მა პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში ერთობლივი ოფისი გახსნეს
მილანში „ლა გაზეტა ჯორჯიას“ მუშაობა შეაჯამეს
„ვისოლი“ Luxury და Sport კატეგორიის ავტომობილებისთვის საქართველოში ყველაზე მაღალოქტანიანი საწვავის - A1-ის იმპორტს იწყებს
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
„იმპექსმა“ საქართველოში KORRES-ის ინოვაციურ SMART YOGHURT™ ტექნოლოგიაზე დაფუძნებული კანის მოვლის ახალი ხაზი წარადგინა