უჩა ნანუაშვილი - იტყუებიან, როდესაც ამბობენ, რომ ამერიკული კანონის მიღება სურთ - მისი ინიცირების მიზანია, მაქსიმალურად დაშინდეს ყველა, ვინც კანონის მოქმედების არეალში ხვდება

კანონი წინააღმდეგობაში მოდის იმ ყველაფერთან, რითაც ქართული სახელმწიფო წლების განმავლობაში ცხოვრობს. რა თქმა უნდა, ჩვენ ყველა მექანიზმს გამოვიყენებთ იმისთვის, რომ კანონი არ ამოქმედდეს, -ამის შესახებ „დემოკრატიის კვლევის ცენტრის” ხელმძღვანელმა და ყოფილმა სახალხო დამცველმა, უჩა ნანუაშვილმა განაცხადა, რითაც „ქართული ოცნების“ მიერ FARA-ს კანონის ინიცირება შეაფასა.

როგორც მან „პალიტრანიუსის“ გადაცემა „რეზიუმეში“ აღნიშნა, ახალი კანონის ინიცირების მიზანია, ორგანიზაციების დაშინება, რომ მათ თავადვე თქვან უარი საქმიანობის გაგრძელებაზე.

„ბევრ რამეზე მეტყველებს ის, რომ ამ კანონის მიღების საჭიროება მესამედ გახდა. კანონი უკვე ორი მოსმენით არის მიღებული, თუმცა უკვე სხვა სახელწოდებით. 2024 წელს, როდესაც ვამბობდით, რომ „რუსული კანონი“ იყო, ხელისუფლება ამერიკულიაო ამბობდა. თუ 2024 წელს მიიღეს „ფარა“, მაშინ წელს რა კანონის მიღებაზეა საუბარი? გამოდის, ხელისუფლება მაშინ ტყუოდა. სამწუხაროდ, დღესაც იტყუებიან, როდესაც ამბობენ, რომ ამერიკული კანონის მიღება სურთ.

ის, რომ „რუსული კანონი“ გასულ წელს ვერ აღსრულდა, ხელისუფლება უნდა დაფიქრდეს, თუ რატომ ხდება ასე. კანონი წინააღმდეგობაში მოდის იმ ყველაფერთან, რითაც ქართული სახელმწიფო ცხოვრობს წლების განმავლობაში. რა თქმა უნდა, ჩვენ ყველა მექანიზმს გამოვიყენებთ იმისთვის, რომ ეს კანონი არ ამოქმედდეს.

ამ კანონის ინიცირების მიზანია მაქსიმალურად დაშინდეს ყველა, ვინც ამ კანონის მოქმედების არეალში ხვდება. 2024 წელს მიღებულმა კანონმა ვერანაირი შედეგი დადო, პირიქით, ხელისუფლებას ის იმიჯიც კი გაუქრო, რაც დასავლეთში ჰქონდა.

მისი მიზანია ორგანიზაციების დაშინება, რომ მათ თავადვე თქვან უარი საქმიანობის გაგრძელებაზე“, - განაცხადა ნანუაშვილმა.

ამასთან, როგორც ნანუაშვილი ამბობს, კანონის ამოქმედების შემთხვევაში ის ძალიან ბევრ ადამიანს და ორგანიზაციას შეეხება.

"პირდაპირ არის ჩანაწერი, რომელიც გულისხმობს, რომ არა მხოლოდ არასამთავრობო ორგანიზაციებს ან მედიას ეხება - ყველა სახის გაერთიანებას, კორპორაციას, ასოციაციას, საინიციატივო ჯგუფებსაც და ბიზნეს ორგანიზაციებს ეხება. მნიშვნელოვანია, რომ ყველას ჰქონდეს ნათელი წარმოდგენა თუ სად მიდის ეს კანონი“,- განაცხადა ნანუაშვილმა.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს