რასა იუკნევიჩიენე - გერმანიის გადაწყვეტილება ძალიან მისასალმებელია - ვინაიდან ევროკავშირის დონეზე სანქციებს ორბანი ბლოკავს, ყველა დარჩენილმა წევრმა სახელმწიფომ ისინი ინდივიდუალურად უნდა დააწესოს

ვინაიდან ევროკავშირის დონეზე სანქციებს ორბანი ბლოკავს, ყველა დარჩენილმა წევრმა სახელმწიფომ ისინი ინდივიდუალურად უნდა დააწესოს, - ასე ეხმაურება ლიეტუველი ევროპარლამენტარი, რასა იუკნევიჩიენე გერმანიის მიერ საქართველოში საპროტესტო აქციების „ჩახშობაზე პასუხისმგებელი პირებისთვის“ ქვეყანაში შესვლაზე დამატებითი აკრძალვების დაწესებას.

„გერმანიის გადაწყვეტილება, დააწესოს პერსონალური სანქციები ქართველი მაღალჩინოსნების წინააღმდეგ, რომლებიც ქვეყანაში დემოკრატიის ეროზიაზე არიან პასუხისმგებლები, ძალიან მისასალმებელია. ვინაიდან ევროკავშირის დონეზე აღნიშნულ სანქციებს ორბანი ბლოკავს, ყველა დარჩენილმა წევრმა სახელმწიფომ ისინი ინდივიდუალურად უნდა დააწესოს“, - წერს რასა იუკნევიჩიენე.

ამასთან, ევროპარლამენტარი ლიეტუვაში საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ვიზიტსაც გამოეხმაურა.

„კეთილი იყოს თქვენი ლიეტუვაში მობრძანება, პრეზიდენტო. როგორც ერთი თავისუფლებისმოყვარე ერი მეორეს, ჩვენს ქართველ და-ძმებს ყოველთვის მხარს დავუჭერთ!“, - აღნიშნავს ლიეტუველი ევროპარლამენტარი.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს