დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ „ჩატში“, სადაც „ჰუსიტების“ წინააღმდეგ სარაკეტო იერიშების გეგმებს განიხილავდნენ, შეცდომით ამერიკელი ჟურნალისტი დაამატა

დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ „ჩატში", სადაც „ჰუსიტების“ წინააღმდეგ სარაკეტო იერიშების გეგმებს განიხილავდნენ, შეცდომით ამერიკელი ჟურნალისტი დაამატა.

ამის შესახებ სტატიას თავად ჟურნალისტი, გამოცემა The Atlantic-ის მთავარი რედაქტორი, ჯეფრი გოლდბერგი აქვეყნებს.

ჯეფრი გოლდბერგი წერს, რომ 11 მარტს აშშ-ის ადმინისტრაციის მიერ იემენში სარაკეტო იერიშების განხორციელებამდე ოთხი დღით ადრე, მაიკ უოლცისგან (ეროვნული უსაფრთხების საკითხებში დონალდ ტრამპის მრჩეველი) მესენჯერ Signal-ის ჩატში, სახელწოდებით „Houthi PC small group“-ში მიწვევა მიიღო.

გოლდბერგის ცნობით, ჩატში 18 ადამიანი იყო, მათ შორის, აშშ-ის თავდაცვის მდივანი პიტ ჰეგსეტი, სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო, ეროვნული დაზვერვის დირექტორი ტულსი გაბარდი, CIA-ს დირექტორი ჯონ რეტკლიფი, ახლო აღმოსავლეთში დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი და სხვები.

აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭოს სპიკერმა, ბრაიან ჰიუზმა The New York Post-ს გოლდბერგის მიერ გავრცელებული ინფორმაცია დაუდასტურა და აღნიშნა, რომ „ჩატში მიმოწერა ნამდვილია და ახლა იკვლევენ, თუ როგორ დაემატა შემთხვევითი ნომერი ჩატს“.

ავთანდილ  წულაძე - ხელისუფლება ცდილობს, თავიდან აირიდოს კონფლიქტები იმ დიდ ქვეყნებთან, რომლებიც სამხრეთ კავკასიაში გავლენისთვის ერთმანეთს ეჯიბრებიან, თუმცა, მათ შორის ნეიტრალიტეტის შენარჩუნება პერსპექტივაში პრაქტიკულად შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 24.08.2026
Skillwill-ში პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა