არჩილ გორდულაძე - ვერ შეგვაშინებენ ამ სანქციებით, ვერ გვეტყვიან და ვერ დაგვავალდებულებენ იმას, რისი გაკეთებაც არ არის ქართველი ხალხის ინტერესში

ვერ შეგვაშინებენ ამ სანქციებით, ვერ გვეტყვიან და ვერ დაგვავალდებულებენ იმას, რისი გაკეთებაც არ არის ქართველი ხალხის ინტერესში - ადამიანები ერთსა და იმავე წრეზე ბრუნავენ - მათი სიარული ძალიან ჰგავს ერთი კონკრეტული ცხოველის ბრუნვას და სირბილს ერთსა და იმავე წრეზე, - ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძემ გერმანიის მიერ დაწესებულ სანქციებთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, „ეს ყველაფერი მომდინარეობს ისევ და ისევ იმ ძალებისგან, რომელსაც ტრამპის ადმინისტრაცია „დიფ სთეითს“ უწოდებს, ხოლო „ქართული ოცნება“ „გლობალური ომის პარტიას“.

„სამწუხაროდ, ადამიანები ერთსა და იმავე წრეზე ბრუნავენ - მათი სიარული ძალიან ჰგავს ერთი კონკრეტული ცხოველის ბრუნვას და სირბილს ერთსა და იმავე წრეზე. ადამიანები საუბრობენ სანქციებზე და აწესებენ, მაგრამ ვერ მიხვდნენ ერთ რამეს, რომ ამ სანქციებს თავისი შედეგი უნდა ჰქონდეს და ამავდროულად, დამაშინებელი ეფექტის მქონე უნდა იყოს. ვერ შეგვაშინებენ ამ სანქციებით, ვერ გვეტყვიან და ვერ დაგვავალდებულებენ იმას, რისი გაკეთებაც არ არის ქართველი ხალხის ინტერესში. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, მომდინარეობს ისევ და ისევ იმ ძალებისგან, რომელსაც ტრამპის ადმინისტრაცია „დიფ სთეითს“ უწოდებს, ხოლო ჩვენ „გლობალური ომის პარტიას“. როცა ჩვენი გუნდის ლიდერები საუბრობდნენ, რომ მომავალში, ევროპიდან, „დიფ სთეითიდან“ ზეწოლა გაძლიერდებოდა საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევის თვალსაზრისით, ამის მაგალითებს ყველგან ვხედავთ. ამის მაგალითია - ბალტიელებისა და სკანდინავიელების მიერ გადაწყვეტილებები. შედეგი ერთი და იგივეა - არავის აინტერესებს, რა გადაწყვეტილებებს მიიღებენ. უბრალოდ, ეს ყოვლად აღმაშფოთებელი ფაქტია, როცა რაღაც საკითხებზე ყველანაირი საფუძვლის გარეშე მსჯელობენ და ქვეყნის შიდა საქმეებში ხელებს აფათურებენ. ასეთ ქმედებებს თავი დაანებონ, რადგან ქართველი ხალხისგან ღირსეულ პასუხს მიიღებენ”,- განაცხადა გორდულაძემ.

ცნობისთვის, გერმანიამ საპროტესტო აქციების "ჩახშობაზე პასუხისმგებელ" ქართველ მაღალჩინოსნებს ქვეყანაში შესვლაზე დამატებითი აკრძალვები დაუწესა.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს