ლევან გოგიჩაიშვილი - „ქართული ოცნების“ სიმხდალიდან გამომდინარე, თუ რუსეთთან ერთი ერთზე აღმოვჩნდებით, ამ ქვეყანას არანაირი შანსი არ აქვს - „ოცნება“ დგას გზაზე, რომელსაც ავტორიტარიზმი ჰქვია

როდესაც მეგობრებს დაკარგავ, რუსეთთან ერთი ერთზე დარჩები - „ქართული ოცნების“ სიმხდალიდან გამომდინარე კი, ამ ქვეყანას, თუ რუსეთთან ერთი ერთზე აღმოვჩნდებით, არანაირი შანსი არ აქვს,- ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა წევრმა, ლევან გოგიჩაიშვილმა გერმანიის მიერ საქართველოში საპროტესტო აქციების „ჩახშობაზე პასუხისმგებელი პირებისთვის“ ქვეყანაში შესვლაზე დამატებითი აკრძალვების დაწესებაზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ეს არის ევროპის დამოკიდებულება „ქართული ოცნების“ რეჟიმის მიმართ“.

„ეს არის ევროპის დამოკიდებულება „ქართული ოცნების“ რეჟიმის მიმართ. სამწუხაროდ, „ქართულმა ოცნებამ“ უკვე დაგვაკარგვინა ძალიან ბევრი შემოსავალი, საუბარია 2 მილიარდ ევროზე მეტზე, რომელიც უნდა გამოეყო ევროკავშირს ასოცირების ხელშეკრულებასთან მიმართებით. სამწუხაროდ, „ქართული ოცნება“ დგას გზაზე, რომელსაც ავტორიტარიზმი ჰქვია.

„მეგობარი აქტი“, რომელიც 27-ში განიხილება, მნიშვნელოვანია. „ქართული ოცნება“ რასაც აკეთებს, ეს არის საქართველოს სუვერენიტეტის დასუსტება. როდესაც დაკარგავ მეგობრებს, რუსეთთან დარჩები ერთი ერთზე. „ქართული ოცნების“ სიმხდალიდან გამომდინარე უბრალოდ, არანაირი შანსი არ აქვს ამ ქვეყანას, თუ ჩვენ რუსეთთან ერთი ერთზე აღმოვჩნდებით. ის ყველაფერს აკეთებს, რათა ერთი ერთზე დაგვტოვოს რუსეთთან და ჩვენი სუვერენიტეტი შესუსტდეს. ჩვენი სუვერენიტეტის სიძლიერეა მაშინ, როდესაც ჩვენი მეგობრები ჩვენ გვერდით დგანან“,- განაცხადა გოგიჩაიშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
„არდი“ და Amadeo ბიზნესების ფინანსური მართვის გასაძლიერებლად პარტნიორობას იწყებენ
Skillwill-ი Anthropic-ის Claude Partner Network-ს შეუერთდა - AI Literacy ყველა აკადემიური პროგრამის განუყოფელი ნაწილი იქნება