სალომე ზურაბიშვილი ლიეტუვის სეიმში გამოსვლისას - რუსული კოშმარი ბრუნდება, რომ გვდევნოს 21-ე საუკუნეში

საქართველოს ხელისუფლება იწყებს ქვეყნის დაბრუნებას რუსეთის ბატონობისკენ და მართვის რუსული მოდელისკენ, - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ლიეტუვის სეიმის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოში კრიზისი მწვავდება და ქვეყანა ეგზისტენციალური გამოწვევის წინაშე დგას.

„საქართველოში კრიზისი მწვავდება. არჩევნების გაყალბების გარდა, პოლიტიკური კრიზისის გარდა, სადაც ოპოზიცია ეწინააღმდეგება არჩევნების შედეგებს, როდესაც მმართველი პარტია ცდილობს ძალაუფლების კონსოლიდაციას, რა ფასადაც არ უნდა დაუჯდეს, ჩვენ წინააღმდეგობას ვუწევთ განსხვავებულ გამოწვევას, რომლის კვალიფიცირება შეიძლება მხოლოდ როგორც ეგზისტენციალური გამოწვევა. მმართველმა პარტიამ, რომელიც ხელისუფლებაში მოვიდა თავდაპირველად ქვეყნის მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის მხარდაჭერით, რადგან ის მოვიდა ხელისუფლებაში პრო-ევროპული პროგრამით, დემოკრატიული რეფორმების პროგრამით, გადაწყვიტა გასული წლის 28 ნოემბერს, ზურგი ექცია საკუთარი დაპირებებისთვის, რომელიც გაწერილია კონსტიტუციის 78-ე მუხლში, ზურგი ექცია ერის გამოხატული ნებისთვის საქართველო ევროპულ ოჯახს შეუერთდეს და ქართველი ხალხის ყველა მოლოდინისა და მისწრაფების წინააღმდეგ იწყებს საქართველოს დაბრუნება რუსეთის ბატონობისკენ და ქვეყნის მართვის რუსული მოდელისკენ. რუსული კოშმარი, რომელიც ისტორიის ნაწილი გვეგონა ჩვენი დამოუკიდებლობის შემდეგ, ბრუნდება, რომ გვდევნოს 21-ე საუკუნეში“, - აღნიშნა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი