საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალიურ მართლმადიდებელ ეკლესიასა და მრევლს ავტოკეფალიის აღდგენის დღეს ულოცავს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალიურ მართლმადიდებელ ეკლესიასა და მრევლს ავტოკეფალიის აღდგენის დღეს ულოცავს. ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

როგორც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალია ცარისტულმა რუსეთმა 1811 წელს გააუქმა და ის რუსეთის სინოდს დაუქვემდებარა. ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალია, 1917 წლის 12 (25) მარტს, მცხეთის სვეტიცხოვლის ტაძარში შეკრებილმა ქართველმა სამღვდელოებამ საგანგებო საეკლესიო კრებაზე აღადგინა, ხოლო 1990 წელს, სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის, ილია მეორის დიდი მცდელობით, მსოფლიოს საპატრიარქომ ოფიციალურად ცნო და აღიარა საქართველოს ეკლესიის დამოუკიდებლობა.

„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სახელით, გილოცავთ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღეს!

საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას უმნიშვნელოვანესი როლი აქვს შესრულებული ეროვნული თვითმყოფადობის ჩამოყალიბებაში, ჩვენი კულტურის დაცვასა და მრავალი თაობის სულიერ აღზრდაში. მიუხედავად ისტორიის მძიმე გამოწვევებისა, განსაკუთრებით, 1811 წელს ავტოკეფალიის გაუქმებისა, ჩვენმა ეკლესიამ გაუძლო ყველა განსაცდელს და რწმენითა და თავდადებით განაგრძო თავისი ისტორიული მისია.

1990 წელს მსოფლიო საპატრიარქოს მიერ საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის ოფიციალური აღიარება, რომელიც მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის, ილია მეორის უშუალო ძალისხმევის შედეგი იყო, კიდევ ერთხელ ადასტურებს ქართველი ერის ერთიანობასა და სულიერ სიმტკიცეს. ეს დღე არის რწმენის, შეუპოვრობისა და ერთობის ძალის სიმბოლო.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ყოველთვის იცავდა და იცავს ქართულ კულტურულ მემკვიდრეობას და ემსახურება ჩვენი სამშობლოს განვითარებას იმ სულიერი საფუძვლებით, რომელიც წინაპრებმა გვიანდერძეს.

ღმერთმა დალოცოს საქართველო და საქართველოს ავტოკეფალიური მართლმადიდებელი ეკლესია!“, - აღნიშნულია სტუ-ის რექტორის მიმართვაში.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - რუსეთიდან სომხეთში 20 მაისის შემდეგ ყოველ დღე ორმაგი მოქალაქეობის მქონე მოქალაქეები 30-36 თვითმფრინავით ჩადიან, სავარაუდოდ, რუსეთიდან სომხეთში არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად 100 000 მოქალაქეა ჩასული
ქართული პრესის მიმოხილვა 04.06.2026
კავკასიის მედიცინის ცენტრის განახლებული სამკურნალო-დიაგნოსტიკური ჰაბი - სივრცე, სადაც „მთავარი შენ ხარ“
არგვეთას „სმარტში“ ახალი გასტრონომიული სივრცე - Smart Bakery გაიხსნა
„ბორჯომი“ კიდევ ერთ ინოვაციურ პროდუქტს წარმოგიდგენთ
ტვინის დაავადებების მკურნალობა თურქეთში: რას გთავაზობთ აჯიბადემის კლინიკა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია