პაატა დავითაია განმარტავს მიზეზებს, რის გამოც, „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე მივიდა

პარტია „ევროპელი დემოკრატების“ თავმჯდომარე, პაატა დავითაია განმარტავს იმ მიზეზებს, რის გამოც „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე მივიდა.

როგორც დავითაია აღნიშნავს, ვინაიდან დღევანდელი სხდომა შეეხება 2008 წლის აგვისტოს ომს, მისი ნებისმიერი სიტყვა იქნება „აწონილი, რადგან ამ ეთერს უყურებს რუსეთის ფედერაცია, როგორც ოკუპანტი ქვეყანა“.

„უპირველესად, მინდა, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე განვმარტო ის მიზეზები, რატომაც მოვედი კომისიის სხდომაზე. თქვენ იცით, რომ აგვისტოს ომის თემა ძალიან მნიშვნელოვანია სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე. გარკვეული პოლიტიკური პარტიების მხრიდან ყოველთვის გვხდება ცალკეული ინტერპრეტაციები ამ მიმართულებით. ძალიან მნიშვნელოვანია ობიექტურობისა და იმ პოზიციის დაფიქსირება, თუ როგორ მიმდინარეობდა მუშაობა ამ საკითხთან დაკავშირებით. ცალკე გავამახვილებ ყურადღებას ჰააგის საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს პროკურატურისთვის ჩემ მიერ მიწოდებულ მასალებთან დაკავშირებით. იცით სამართლებრივი მდგომარეობა, რომ მიმდინარეობს გამოძიება ომთან დაკავშირებით. აქედან გამომდინარე ჩემი ნებისმიერი სიტყვა ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც საერთაშორისო გამოძიებისთვის მტკიცებულებების მოგროვებისა და გადაცემის ერთ-ერთი მონაწილის. ყოველი ჩემი სიტყვა იქნება აწონილი იმიტომ, რომ ამ ეთერს, ამ ჩვენებას უყურებს რუსეთის ფედერაცია, როგორც ოკუპანტი ქვეყანა. ნებისმიერი ჩემი სიტყვა გამოყენებული შეიძლება იყოს ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ ჰააგის საერთაშორისო სისხლის სამართლის პროკურატურაში. კანონის სრული დაცვით წარმოვადგენ არსებულ ინფორმაციას“, - განაცხადა პაატა დავითაიამ.

ცნობისთვის, დროებითი საგამოძიებო კომისიის დღევანდელ სხდომაზე განსახილველი საკითხია 2004-2008 წლებში საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარება და 2008 წლის აგვისტოს ომი.

მირიან მირიანაშვილი - თუ რუსეთმა აშშ-თან უკრაინაში ომის დასრულების შეთანხმება ვერ დადო, ანუ, თუ სი ძინ პინი „ვერ გადააგდო“, მაშინ საქართველო რუსეთის გავლენის სფეროში ვერ აღმოჩნდება
ქართული პრესის მიმოხილვა 17.04.2025
„ამბასადორი აილენდ ბათუმის" მიმართ ინტერესმა დუბაის უძრავი ქონების საერთაშორისო გამოფენაზე მოლოდინს გადააჭარბა
„ვისოლი“ ციფრული ტრანსფორმაციის ახალ ეტაპზე გადადის
Touch Plarform-ის ორგანიზებით, თბილისში რიგით მეორე საერთაშორისო ციფრული დიზაინ ფესტივალი Touch RGB გაიმართება
სილქნეტის აქცია: თემატური სპორტული პაკეტები დამატებითი გადასახადის გარეშე
საბანკო ასოციაციის რჩევები კიბერუსაფრთხოებისთვის დღესასწაულების წინ