საგამოძიებო კომისია ამ წუთებში საგარეო საქმეთა ყოფილ მინისტრ გრიგოლ ვაშაძეს უსმენს

„2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელ“ პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიის დღევანდელ სხდომაზე, სადაც 2004-2008 წლებში საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებასა და 2008 წლის აგვისტოს ომის საკითხს განიხილავენ, გამოსაკითხად დაბარებული, ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძეც მივიდა.

ვაშაძეს კითხვებზე პასუხის გაცემამდე სასურველი განცხადების გასაკეთებლად კომისიამ 20 წუთი მისცა. მანამდე კი მას კომისიის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა პროცედურა განუმარტა და შეახსენა, რომ კითხვებზე პასუხის გაცემისთვის თავის არიდება და ცრუ ახსნა-განმარტების მიცემა, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას ითვალისწინებს.

„არ იუხერხულოთ, ამას ვეუბნებით ყველას, რომ თუ კითხვებზე პასუხს აარიდებთ თავს, ამისთვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაა გათვალისწინებული. თუ თქვენ განზრახ ცრუ ახსნა-განმარტების მოცემას გადაწყვეტთ, ესეც სისხლის სამართლის წესით ისჯება, თუ აღმოჩნდა, რომ რაღაც კითხვაზე პასუხში, არ ხართ დარწმუნებული, ზუსტად იყო თუ არა, დათქმით გვითხარით, რომ მგონი ასე იყო. პაატა დავითაიას კომისიის წინაშე იყავით და აქ მაქვს თქვენი გამოკითხვის ოქმი, შესაბამისად, თქვენს თავთან წინააღმდეგობაში რომ არ მოხვიდეთ... თუ მოითხოვთ, შემიძლია თქვენი ამონარიდი წაგიკითხოთ, რათა თქვენთან სრულყოფილი შეხვედრა გვქონდეს. ეს შეხვედრა სახელმწიფოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია“, - განაცხადა წულუკიანმა.

ამ წუთებში გრიგოლ ვაშაძე კომისიის კითხვებს რუსეთთან ურთიერთობასთან დაკავშირებულ საკითხზე პასუხობს.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - რუსეთიდან სომხეთში 20 მაისის შემდეგ ყოველ დღე ორმაგი მოქალაქეობის მქონე მოქალაქეები 30-36 თვითმფრინავით ჩადიან, სავარაუდოდ, რუსეთიდან სომხეთში არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად 100 000 მოქალაქეა ჩასული
ქართული პრესის მიმოხილვა 04.06.2026
კავკასიის მედიცინის ცენტრის განახლებული სამკურნალო-დიაგნოსტიკური ჰაბი - სივრცე, სადაც „მთავარი შენ ხარ“
არგვეთას „სმარტში“ ახალი გასტრონომიული სივრცე - Smart Bakery გაიხსნა
„ბორჯომი“ კიდევ ერთ ინოვაციურ პროდუქტს წარმოგიდგენთ
ტვინის დაავადებების მკურნალობა თურქეთში: რას გთავაზობთ აჯიბადემის კლინიკა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია