ირაკლი კუპრაძე - ფაქტობრივი მოცემულობაა, რომ ივანიშვილი ცდილობს, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე დააპატიმროს - ეს რისკი უკვე რეალურია

ფაქტობრივი მოცემულობაა, რომ ივანიშვილი ცდილობს, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე დააპატიმროს. ეს რისკი უკვე რეალურია, - ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი კუპრაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, პროკურატურამ გამოძიება მამუკა ხაზარაძის წინააღმდეგ იმიტომ დაიწყო, რომ ბადრი ჯაფარიძე და მამუკა ხაზარაძე „არალეგიტიმურ პარლამენტში“ არ გამოცხადდნენ.

„ივანიშვილი ებრძვის მის ერთ-ერთ მთავარ ოპონენტს „ძლიერი საქართველოს“ და მის ლიდერებს: მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს. ფაქტობრივი მოცემულობაა, რომ ივანიშვილი ცდილობს, ისინი დააპატიმროს და ეს რისკი უკვე რეალურია. პროკურატურამ დაიწყო გამოძიება იმაზე, რომ ბადრი ჯაფარიძე და მამუკა ხაზარაძე არ გამოცხადდნენ არალეგიტიმურ პარლამენტში, ერთპარტიული, „ქართული ოცნების“ მიერ უბრალო შეკრებაზე და უარი თქვეს მათთან თანამშრომლობაზე. შეუძლებელია რუსულ რეჟიმთან თანამშრომლობა იმ პირობებში, როდესაც ათეულობით პოლიტპატიმარი ციხეშია. ამასთან, როდესაც საქართველოს ევროპული ინტეგრაცია საფრთხეშია და ბიძინა ივანიშვილის მხრიდან უფსკრულშია მოსროლილი“,- განაცხადა ირაკლი კუპრაძემ.

ცნობისთვის, პროკურატურამ, „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე გამოუცხადებლობის გამო, „ძლიერი საქართველოს“ ლიდერ მამუკა ხაზარაძესთან დაკავშირებით გამოძიება „სისხლის სამართლის კოდექსის“ 349-ე მუხლით დაიწყო. გამოძიება კომისიის მიმართვის საფუძველზე დაიწყო.

ამავე მიზეზით, „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია პროკურატურას ბადრი ჯაფარიძესთან დაკავშირებითაც მიმართავს.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი