გრიგოლ ვაშაძე პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიას - შეხვედრები მქონდა დანიშნული საზღვარგარეთ და ვერ გავფრინდი - ისე დამემუქრა თქვენი სამდივნოს თანამშრომელი, გადავწყვიტე, პრობლემები არ შემექმნა

შეხვედრები მქონდა დანიშნული საზღვარგარეთ და ვერ გავფრინდი - ისე დამემუქრა თქვენი სამდივნოს თანამშრომელი, გადავწყვიტე, პრობლემები არ შემექმნა,- ასე მიმართა „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელ“ პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიას, გამოკითხვაზე მყოფმა გრიგოლ ვაშაძემ.

მან კომისიას სთხოვა, გამოკითხვაზე დაბარების შესახებ გაფრთხილებისთვის, სხდომამდე განკუთვნილი 2-დღიანი ვადა 1-კვირამდე გადაწიონ, რაზეც კომისიის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა უთხრა, რომ ეს შესაძლებელია და მომავალში გაითვალისწინებენ.

„დღეს უნდა გავფრენილიყავი, მაგრამ ისე დამემუქრა თქვენი სამდივნოს თანამშრომელი, გადავწყვიტე, პრობლემები არ შემექმნა. თხოვნა მაქვს, 2 დღით ადრე გაფრთხილება, 1 კვირით მაინც გადაიტანოთ, რადგან ყველაფერი ხდება, ხომ იცით, ადამიანის ცხოვრებაში. შეხვედრები მქონდა დანიშნული საზღვარგარეთ და ვერ გავფრინდი“, - განაცხადა ვაშაძემ.

გარდა ამისა, ვაშაძემ სხდომაზე უპასუხა წულუკიანის კითხვას, საგარეო საქმეთა მინისტრად დანიშვნის შემდეგ რუსეთის მოქალაქეობაზე უარის თქმით თაობაზე და განმარტა, როდის და რატომ მიიღო ეს გადაწყვეტილება.

მისი თქმით, მოქალაქეობის დატოვების შესახებ შეტყობინება 2009 წლის იანვარში გაგზავნა.

„2009 წელს გავაგზავნე მოთხოვნა და დასჭირდა 11 თვე ამის განხილვას და შეტყობინებას, რომ რუსეთის ფედერაცია თანხმდება, ჩემი ნებით დავტოვო მათი მოქალაქეობა“, - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

რაც შეეხება კითხვას, იყო თუ არა განხილვის თემა ის უხერხულობა, რასაც ოკუპირებული საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრად რუსეთის მოქალაქის დანიშვნის ფაქტი შეიცავდა, ვაშაძემ დადებითად უპასუხა.

„ეს თემა განხილული იყო პრეზიდენტთან და შევთანხმდით, როგორც კი საჭირო მომენტი დადგებოდა, მოქალაქეობაზე უარს ვიტყოდი, თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ უამრავ ადამიანთან, ვინც რუსეთის ფედერაციაში საგარეო საქმეთა სამინისტროში იყო, ან ვსწავლობდი, ან ვმუშაობდი, შევხედავდით, შეიძლებოდა თუ არა ამ რესურსის გამოყენება. ვიცოდით, რომ ომის შემდეგ, ადრე თუ გვიან რაღაც კონტაქტები დაგვჭირდებოდა. ეს ხელს არ უშლიდა ნამდვილად, თუ ხელს არ უწყობდა. თუმცა, როდესაც დავრწმუნდით, 2009 წლის 30 იანვარს, რომ ეს არაფერში გამოგვადგებოდა, დავწერე განცხადება, გადავეცი შვეიცარიის საელჩოს რუსეთის ფედერაციის ინტერესების სექციას და 11 თვის თავზე, დეკემბრის ბოლოს მოვიდა პასუხი“, - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიციას აუცილებლად უნდა ჰყავდეს მკვეთრად გამოხატული ერთი ლიდერი და ეს ლიდერი პოლიტიკაში შედარებით ახალი ფიგურა უნდა იყოს - სუფთა ხელებით, შეულახავი რეპუტაციით
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2026
WhiteBIT საქართველომ, ეროვნული ბანკისგან ბროკერის ლიცენზია მოიპოვა
„მეტროპოლ ლისი“ - ცხოვრება, როგორც დასვენება და სახლი, რომელიც ბუნებასთან ახლოს ჩაიფიქრე
„თეთრმა კვადრატმა“ პროექტების განვითარებისთვის 8 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდა
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში
„მაკდონალდს საქართველომ“ ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან (BTU) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
#აჩუქეწიგნი, ჩაერთე კამპანიაში და იპოვე შენთვის საყვარელი ადამიანის მიერ დაწერილი პერსონალური წერილი „ბიბლუსის“ მაღაზიებში