„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა ევროპის საბჭოს სესიაზე სიტყვით გამოსვლისას მზია ამაღლობელის შესახებ ისაუბრეს

სტრასბურგში, ევროპის საბჭოს 48-ე სესია გაიმართა, რომელსაც „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, თათია ნიკოლაშვილი და „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრი, სევდია უგრეხელიძე ესწრებოდნენ, როგორც საქართველოს დელეგაციის წევრები ევროსაბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესში, - აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ევროპის საბჭოს სესიაზე სიტყვით წარდგნენ, „სადაც პოლიტიკაში ქალთა მიმართ ძალადობაზე ისაუბრეს და ყურადღება გაამახვილეს ჟურნალისტ მზია ამაღლობელის უკანონო დაკავებაზე და რეჟიმის მხრიდან მასზე განხორციელებულ ძალადობაზე“.

როგორც „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, თათია ნიკოლაშვილმა სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, „მზია ამაღლობელის დაჩაგვრით, უსამართლო დაპატიმრებით, რეჟიმმა შეტყობინება გაუგზავნა დანარჩენ ქალებს, რომ რეჟიმი მათ მიმართაც იქნება სასტიკი და დაუნდობელი“.

„ქალზე ძალადობის, ჩაგვრის, დევნის, ერთ კლასიკურ გამოვლინებაზე მინდა გესაუბროთ საქართველოდან. ჟურნალისტი ქალი, მზია ამაღლობელი, რომელიც უკანონოდ დააკავა რეჟიმმა, მათ ამოძრავებთ პოლიტიკური მიზნები. მზია ამაღლობელის დაჩაგვრით, უსამართლო დაპატიმრებით, მათ გაუგზავნეს შეტყობინება დანარჩენ ქალებს, რომ რეჟიმი მათ მიმართაც იქნება სასტიკი და დაუნდობელი, რომ დაისჯება ყველა ქალი, ვინც არ შეეგუება, ამხელს და იბრძოლებს რუსული ანტიდემოკრატიული რეჟიმის წინააღმდეგ. ის 38 დღე შიმშილობდა საპატიმროში. მის წინააღმდეგ არ არსებობს არანაირი მტკიცებულება, არ არსებობს დაზარალებული, თუ არ ჩავთვლით ფარატინა ფურცელს, რაზეც პოლიციელი წერს ტყუილს, რომ განიცადა ტკივილი. ამის პარალელურად კი - მთელი მსოფლიო ხედავს ძალადობის, წამების, არაადამიანური მოპყრობის უამრავ ფაქტს საქართველოში ახლა, მათ შორის ქალებზე, საპირწონედ არც ერთი მოძალადე, არც ერთი მწამებელი არ არის, არათუ დასჯილი, არც დაბარებული საგამოძიებო უწყებაში.

და ბოლოს, მინდა დავასრულო მარგარეტ ტეტჩერის სიტყვებით - „თუ ფიქრობთ, რომ ქალს ქვეყნის მართვა არ შეუძლია, მაშინ ძალიან ცოტა გესმით პოლიტიკის შესახებ“, - განაცხადა თათია ნიკოლაშვილმა სიტყვით გამოსვლისას.

მირიან მირიანაშვილი - თუ რუსეთმა აშშ-თან უკრაინაში ომის დასრულების შეთანხმება ვერ დადო, ანუ, თუ სი ძინ პინი „ვერ გადააგდო“, მაშინ საქართველო რუსეთის გავლენის სფეროში ვერ აღმოჩნდება
ქართული პრესის მიმოხილვა 17.04.2025
„ვისოლი“ ციფრული ტრანსფორმაციის ახალ ეტაპზე გადადის
Touch Plarform-ის ორგანიზებით, თბილისში რიგით მეორე საერთაშორისო ციფრული დიზაინ ფესტივალი Touch RGB გაიმართება
სილქნეტის აქცია: თემატური სპორტული პაკეტები დამატებითი გადასახადის გარეშე
საბანკო ასოციაციის რჩევები კიბერუსაფრთხოებისთვის დღესასწაულების წინ
კახა ოქრიაშვილი „ქართულ ოცნებაზე“ - იმედია, მათი ქაოტური, 180-გრადუსიანი ტრიალი ყველა მიმართულებით უფსკრულში არ გადაგვჩეხავს!
როგორ ხდება უძრავი ქონების საინვესტიციოდ შეფასება?
„ამბასადორი აილენდ ბათუმი” ინოვაციურ პროექტს და საქართველოს განსაკუთრებულ საინვესტიციო პოტენციალს დუბაის უძრავი ქონების საერთაშორისო გამოფენაზე წარადგენს
26 აპრილი „არქიში“ დიდი ფასდაკლების დღეა