როგორ მივიღოთ საერთაშორისოდ აღიარებული ამერიკული განათლება და დიპლომი საქართველოში - Webster University Tbilisi-ის რექტორი ჟან პოლ ვან მარისინგი

ამერიკული განათლება და დიპლომი საქართველოში უკვე მეოთხე წელია, ხელმისაწვდომია. Webster University Tbilisi-ს კამპუსი 2-წლიანი მოლაპარაკების შედეგად გაიხსნა და ამჟამად ბაკალავრებსა და მაგისტრანტებს 6 სასწავლო პროგრამას სთავაზობს.

ამერიკული უნივერსიტეტის ქართული კამპუსისა და მისი უპირატესობების შესახებ ევროპული სამართლის დოქტორი, პროფესორი, Webster University Tbilisi-ის რექტორი ჟან პოლ ვან მარისინგი გვესაუბრება.

მოგვიყევით Webster University-სა და მისი ქართული კამპუსის შესახებ

Webster University აშშ-ში, მისურის შტატში 100-ზე მეტი წლის წინ შეიქმნა. ქვეყნის საზღვრებს გარეთ პირველი კამპუსი ჟენევაში დაახლოებით 50 წლის წინ გაიხსნა. მას შემდეგ ქსელი მნიშვნელოვნად ფართოვდება სხვადასხვა კონტინენტზე. 3 წლის წინ ფილიალი თბილისშიც გაიხსნა. დღეს ეს კამპუსი ერთ-ერთია მის დიდ და საინტერესო ქსელში. სხვადასხვა ქვეყანაში და მათ შორის, საქართველოში არსებული კამპუსი, საბოლოოდ ერთ უნივერსიტეტს წარმოადგენს.

Webster University Tbilisi სტუდენტებს მთელი მსოფლიოდან აძლევს უნიკალურ შესაძლებლობას, ისწავლონ თბილისში და მიიღონ როგორც ამერიკული განათლება, ისე დიპლომი. სტუდენტებს შეუძლიათ სრულად ისარგებლონ Webster-ის საერთაშორისო ქსელით და სწავლის გარკვეული პერიოდი სხვა კამპუსში, მათ შორის, ჟენევაში, ლეიდენში ან სენტ-ლუისში გაატარონ. მოკლედ რომ ვთქვათ, Webster University Tbilisi თითოეულ სტუდენტს უნიკალურ შესაძლებლობებს სთავაზობს.

რას გვეტყვით იმ უპირატესობების შესახებ, რასაც Webster University Tbilisi სტუდენტებს სთავაზობს

Webster University-ის მიერ შემუშავებული სასწავლო პროგრამები საერთაშორისო აკრედიტაციას ფლობენ. ეს თავისთავად მის დონეს განსაზღვრავს. გარდა უმაღლესი სტანდარტის მქონე განათლებისა და ამერიკული დიპლომისა, უნივერსიტეტი სტუდენტებს არაერთ უპირატესობას სთავაზობს.

მაგალითად, ჩვენთან დიდი ყურადღება ეთმობა კრიტიკული აზროვნების ჩამოყალიბებას. ზოგადად, Webster University Tbilisi-ში პატარა სასწავლო ჯგუფებია, რაც აკადემიურ პერსონალს საშუალებას აძლევს, ინდივიდუალურად მართონ თითოეული სტუდენტის სასწავლო პროცესი და მათი სუსტი მხარეების გაძლიერებას მიაქციონ ყურადღება.

ამასთან, სასწავლო პროცესში ფართოდ არის ინტეგრირებული ხელოვნური ინტელექტი, რომელიც სტუდენტებს ცოდნის შეძენაში ეხმარება. ზოგადად, თანამედროვე სამყაროში AI დიდ როლს ასრულებს, თუმცა კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ ის სტუდენტებს სამუშაოს შესრულებაში ეხმარებოდეს და არა მის ნაცვლად აკეთებდეს საქმეს.

რომელ სასწავლო პროგრამებს სთავაზობს უნივერსიტეტი ახალ სასწავლო წელს სტუდენტებს და რამდენად კონკურენტულია ისინი საერთაშორისო ბაზარზე?

ამჟამად შემდეგ საბაკალავრო პროგრამებს ვთავაზობთ აბიტურიენტებს:

რაც შეეხება სამაგისტრო პროგრამებს, უნივერსიტეტში ამ ეტაპზე ბიზნესის ადმინისტრირებისა და საერთაშორისო ურთიერთობების სამაგისტრო პროგრამები ხორციელდება.

ჩვენი თითოეული სასწავლო პროგრამა აღიარებულია მსოფლიო მასშტაბით. რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, სტუდენტებს ცოდნისა და დიპლომის გარდა, ვაძლევთ უნარებს, რომ ისინი პასუხისმგებლიან მსოფლიო მოქალაქეებად ჩამოყალიბდნენ. ვცდილობთ, მათ მივცეთ ცოდნა, რომელიც ნებისმიერ ქვეყანაში დასაქმებაში დაეხმარება.

სასწავლო პროცესში ფართოდ არის ინტეგრირებული ხელოვნური ინტელექტი, რომელიც სტუდენტებს ცოდნის შეძენაში ეხმარება. ზოგადად, თანამედროვე სამყაროში AI დიდ როლს ასრულებს, თუმცა კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ ის სტუდენტებს სამუშაოს შესრულებაში ეხმარებოდეს და არა მის ნაცვლად აკეთებდეს საქმეს.

როგორ ხდება Webster University Tbilisi-ში ჩაბარება?

უნივერსიტეტში სასწავლო პროცესი ინგლისურ ენაზე მიმდინარეობს. შესაბამისად, სტუდენტებისთვის ინგლისურის მაღალ დონეზე ცოდნა სავალდებულოა. თუმცა თუ ვხედავთ, რომ ამ მიმართულებით დახმარებაა საჭირო, მათ აქტიურად ვეხმარებით ენის ცოდნის დონის გაუმჯობესებაში.

უნივერსიტეტში ჩაბარება ერთიანი ეროვნული გამოცდების საშუალებით ხდება. გამოცდებზე რეგისტრაციის ბოლო ვადა 2 აპრილია. ამასთან, სტუდენტები, რომლებიც Webster University Tbilisi-ს პირველ პრიორიტეტად აირჩევენ 1400 დოლარის ოდენობის გრანტს მიიღებენ. 3.5 -ზე მეტი GPA-ს ქონის შემთხვევაში მათ შეუძლიათ გრანტი დარჩენილი 3 წლის განმავლობაშიც შეინარჩუნონ. ამავდროულად, პროგრამის ფარგლებში, სტუდენტებს ეძლევათ უნიკალური შესაძლებლობა - ერთი სასწავლო წელი გაატარონ უნივერსიტეტის სხვა ქვეყნის კამპუსში, ქართულ კამპუსში არსებული სწავლის საფასურის შენარჩუნებით.

(R)

ჰოვსეპ ხურშუდიანი - რუსეთიდან სომხეთში 20 მაისის შემდეგ ყოველ დღე ორმაგი მოქალაქეობის მქონე მოქალაქეები 30-36 თვითმფრინავით ჩადიან, სავარაუდოდ, რუსეთიდან სომხეთში არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად 100 000 მოქალაქეა ჩასული
ქართული პრესის მიმოხილვა 04.06.2026
კავკასიის მედიცინის ცენტრის განახლებული სამკურნალო-დიაგნოსტიკური ჰაბი - სივრცე, სადაც „მთავარი შენ ხარ“
არგვეთას „სმარტში“ ახალი გასტრონომიული სივრცე - Smart Bakery გაიხსნა
„ბორჯომი“ კიდევ ერთ ინოვაციურ პროდუქტს წარმოგიდგენთ
ტვინის დაავადებების მკურნალობა თურქეთში: რას გთავაზობთ აჯიბადემის კლინიკა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია