Reuters - კიშინიოვში, მოლდოვის ავტონომიური რეგიონის, გაგაუზიის ლიდერი, ევგენია გუცული დააკავეს

კიშინიოვში, მოლდოვის ავტონომიური რეგიონის, გაგაუზიის ლიდერი, ევგენია გუცული დააკავეს, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

სააგენტო Reuters-ის ცნობით, გაგაუზიის პრორუსი ლიდერი, ევგენია გუცული სამშაბათს საღამოს კიშინიოვის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს.

მოლდოვის ანტიკორუფციული ცენტრის წარმომადგენელმა, ანჯელა სტარინსკიმ განაცხადა, რომ გუცული დედაქალაქში 72 საათით დააკავეს.

„მოქმედებები სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში მიმდინარეობს“, - განუცხადა სტარინსკიმ ჟურნალისტებს.

მოლდოვაში გუცულის წინააღმდეგ კორუფციის, კერძოდ 2019-2022 წლებში მოლდოვიდან გაქცეული პრორუსი ოლიგარქის, ილან შორის პარტიის რუსეთიდან დაფინანსების საქმეზე სასამართლო საქმეა აღძრული.

გასულ წელს, აშშ-მ და ევროკავშირმა ევგენია გუცულის წინააღმდეგ სანქციები დააწესეს.

გაგაუზიის ლიდერის დაკავება კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა დაგმო.

„ამჟამინდელი ხელისუფლება იმ პოლიტიკოსების წინააღმდეგ, რომლებიც გარკვეული პოპულარობით სარგებლობენ და მაია სანდუს კონკურენციას უწევენ, ზეწოლის მეთოდებს იყენებს“, - აღნიშნა დიმიტრი პესკოვმა.

ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
„არდი“ და Amadeo ბიზნესების ფინანსური მართვის გასაძლიერებლად პარტნიორობას იწყებენ
Skillwill-ი Anthropic-ის Claude Partner Network-ს შეუერთდა - AI Literacy ყველა აკადემიური პროგრამის განუყოფელი ნაწილი იქნება