ნიკა გვარამია - წულუკიანის „კომისიაზე“ მისული ნებისმიერი პირი არის ივანიშვილის რეჟიმის მოკავშირე და არანაირი „გამპრავებელი“ ბოდიალი ამას არ უშველის, წერტილი

წულუკიანის „კომისიაზე“ მისული ნებისმიერი პირი არის ივანიშვილის რეჟიმის მოკავშირე, - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერი ნიკა გვარამია „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელ პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიის სხდომასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს.

„უნდა ვიცოდეთ, რომ წულუკიანის „კომისიაზე“ მისული ნებისმიერი პირი არის ივანიშვილის რეჟიმის მოკავშირე და არანაირი „გამპრავებელი“ ბოდიალი ამას არ უშველის. წერტილი“, - წერს ნიკა გვარამია.

ცნობისთვის, 2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მეხუთე სხდომაზე 2004-2008 წლებში საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარება და 2008 წლის აგვისტოს ომი იხილება. სხდომაზე უკვე მოუსმინეს პაატა დავითაიას, გრიგოლ ვაშაძესა და მიხეილ ქარელ, თამაზ ბესტაევს და უსმენენ ზურაბ ნოღაიდელს.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს