თაზო დათუნაშვილი - ხელი რატომ არ გაგვიხმა გრიგოლ ვაშაძე რომ შემოვხაზეთ 2018 წელს? - რაც კომისიაზე ილაპარაკა, სახელმწიფოსთვის დამაზიანებელია, მის სინდისზე იყოს

ხელი რატომ არ გაგვიხმა გრიგოლ ვაშაძე რომ შემოვხაზეთ 2018 წელს?! - მისი კომისიაზე მისვლის გარდა, შინაარსი იყო პოლიტიკურად ძალიან მდაბიო, - ასე ეხმაურება “ლელო - ძლიერი საქართველოს” წევრი თაზო დათუნაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელ პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრის, გრიგოლ ვაშაძის მისვლას.

როგორც თაზო დათუნაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „რეზიუმე“ განაცხადა, პარლამენტის საგამოძიებო კომისიაზე მისვლა, არის ამ პარლამენტის აღიარება.

„ცალსახად სამარცხვინო იყო გრიგოლ ვაშაძის იქ დაჯდომა, ყველაფერი, რაც ილაპარაკა, იყო სამარცხვინო. დუმბაძეა ის კაცი ხომ? - "ხელის გახმობის" ამბავის ავტორი. ის ხელი რატომ არ გაგვიხმა გრიგოლ ვაშაძე რომ შემოვხაზეთ 2018 წელს?! რაც მან ილაპარაკა, ამ სახელმწიფოსთვის დამაზიანებელია. იქ მისვლის გარდა, მისი შინაარსი იყო პოლიტიკურად ძალიან მდაბიო. მის სინდისზე იყოს ყველაფერი, რაც გააკეთა კომისიაზე. ამ კომისიაზე მისვლა, არის პარლამენტის აღიარება. საბჭოთა მლიქვნელობის მაგალითი იყო, რაც იქ ვიხილე. არ ლაპარაკობდა სწორ რაღაცებს“, - განაცხადა თაზო დათუნაშვილმა.

თაზო დათუნაშვილის თქმით, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის მიზანი არა „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების საქმიანობის შესწავლა, არამედ ოპონენტების დევნაა.

„ამას „ნაციონალური მოძრაობის“ პერიოდის რაიმე ფორმით ანალიზთან ან გამოძიებასთან არაფერი აქვს. ლაპარაკია მოქმედი პოლიტიკური ოპონენტების დევნაზე. მიდის მოქმედი ოპონენტების დევნა და იმის შნოც არ აქვთ, რომ შენიღბონ მაინც პროცესი ისე, თითქოს „ნაციონალურ მოძრაობაზეა“ ლაპარაკი.

ყოველგვარი შეფარვის გარეშე ლაპარაკია პოლიტიკურ დევნაზე იმისთვის, რომ პოლიტიკური ოპონენტები, რომლებიც დღეს მათ პრობლემებს უქმნით, „ძლიერი საქართველოსა“ და სხვა ჩვენი კოლეგების სახით, ოპოზიციის სუბიექტებზე იყოს დევნა. აქ ლაპარაკი არ არის „ნაციონალური მოძრაობის“ პერიოდის გამოძიებაზე, ეს არის მასკარადი, რომელშიც მონაწილეობის მიღება ცალსახად არ შეიძლება, რადგან არალეგიტიმურ პარლამენტშია“, - განაცხადა თაზო დათუნაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - თუ ხელისუფლებამ დაინახა რომ პოლიტიკური პარტიები მისთვის საშიშროებას წარმოადგენენ, მაშინ, მათ, რა თქმა უნდა, გააუქმებს
ქართული პრესის მიმოხილვა 14.05.2026
WhiteBIT და FC Barcelona ხუთწლიან შეთანხმებას აანონსებენ
კომპანია EAGLE HILLS-მა გლობალური წარმომადგენლობა გააფართოვა და მონტენეგროში, შასის ტბის სანაპიროზე, პროექტი ŠAS HEIGHTS წარადგინა
ბუნების ძალასა და კანის ბალანსზე დაფუძნებული კორეული ბრენდი ROUND LAB უკევე PSP-შია
„ამბასადორი აილენდს“ ზღვაში შექმნილი, 28 ჰექტარი მიწის ტერიტორია საკუთრებაში გადაეცა
30 წელი ინოვაციების, განვითარებისა და მომხმარებელზე ზრუნვის გზაზე - ელიტი დაბადების დღეს აღნიშნავს
KFC-ის გამოძახებას დღეიდან მხოლოდ Glovo-ზე შეძლებ - ყველაფერი, რაც ამ მნიშვნელოვან სიახლეზე უნდა იცოდე