კახა ქემოკლიძე - „ქართულ ოცნებას“ არ აინტერესებს აგვისტოს ომი, არამედ პოლიტიკური კრიზისიდან აქცენტების საგამოძიებო კომისიაზე გადატანა - გრიგოლ ვაშაძე კი უფრო „ქართული ოცნების“ ნაწილია, ვიდრე ოპოზიციის

ვფიქრობ, გრიგოლ ვაშაძე უფრო „ქართული ოცნების“ ნაწილია, ვიდრე რომელიმე ოპოზიციური პარტიის, - ასე ეხმაურება “გახარია საქართველოსთვის” ერთ-ერთი ლიდერი, კახა ქემოკლიძე „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელ პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრის, გრიგოლ ვაშაძის მისვლას.

როგორც კახა ქემოკლიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა, ასე „პირადი ინფორმაციის და ანალიტიკური ინსტინქტების“ საფუძველზე ფიქრობს.

„ჩემი ღრმა რწმენით, ბატონი ვაშაძე დღეის მოცემულობით ნამდვილად აღარ არის „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი მაღალჩინოსანი. ვფიქრობ, ის უფრო "ქართული ოცნების“ ნაწილია, ვიდრე რომელიმე ოპოზიციური პარტიის. ამას ვამბობ ჩემი პირადი ინფორმაციის და ანალიტიკური ინსტინქტების საფუძველზე.

ცალსახად რაც ვიცი, ბატონი ვაშაძე ნამდვილად არ წარმოადგენს ოპოზიციურ ფრთას. ჩემი აზრით, ის ბევრად უფრო ახლოს არის „ქართულ ოცნებასთან“, ვიდრე ნებისმიერ ოპოზიციურ პარტიასთან სხვადასხვა ფაქტორებიდან გამომდინარე. ეს მისი არჩევანია და აკეთებს იმას, რასაც აკეთებს“, - განაცხადა კახა ქემოკლიძემ.

კახა ქემოკლიძის მოსაზრებით, „ქართულ ოცნებას“ არ აინტერესებს აგვისტოს ომი, არამედ მათ აინტერესებთ საინფორმაციო ველზე პოლიტიკური კრიზისიდან აქცენტების საგამოძიებო კომისიაზე გადატანა.

„ე.წ. საგამოძიებო კომისიამ შემოგვთავაზა ახალი საინფორმაციო დისკუსიის წარმოქმნის მცდელობა საქართველოში. ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ეს გამოუვიდა კიდეც. მე არ მჯერა იმისა, რომ ამ ადამიანებს აინტერესებთ ან აგვისტოს ომი, ან აგვისტოს ომის რეალური გამოძიება, განსაკუთრებით სიღრმისეული ანალიზის დონეზე. ამ ადამიანებს, ჩემი აზრით, წარმოდგენა არ აქვთ არც კონფლიქტზე, არც კონფლიქტის გენეზისზე“, - განაცხადა კახა ქემოკლიძემ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!
21-23 სექტემბერს „ბიბლუსში“ „თან საკითხავის“ სერიაზე 50%-იანი ფასდაკლება გელოდებათ