ემანუელ მაკრონი - თუ რუსეთი უკრაინის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებს დატოვებს, მის წინააღმდეგ დაწესებული ყველა სანქცია მოიხსნება - სანქციების მოხსნის საკითხი დამოკიდებულია რუსეთის არჩევანზე

საფრანგეთი ეწინააღმდეგება იმ პირობებს, რასაც რუსეთი შავ ზღვაში ცეცხლის შეწყვეტის სანაცვლოდ აყენებს, - უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა პარიზში, უკრაინელ კოლეგა ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, სწორედ რუსეთმა აქცია შავი ზღვა სამხედრო მოქმედებების თეატრად, შეარყია კომერციული მარშრუტები და საფრთხეში ჩააგდო მათი უსაფრთხოება.

„სრულად ვუჭერ მხარს ამერიკის პრეზიდენტის მიერ შემოთავაზებულ კონცეფციას : „მშვიდობა ძალის მეშვეობით“, მაგრამ, რამდენადაც ვიცი, ეს კონცეფცია არ ნიშნავს სანქციების მოხსნას მანამ, სანამ შევამოწმებთ, რომ ყველაფერი მუშაობს“, - აღნიშნა მაკრონმა.

მისი თქმით, არსებულ ვითარებაში არსებობს აგრესიის მსხვერპლი, რომელიც მზად არის მიიღოს ცეცხლის შეწყვეტა ყოველგვარი პირობის გარეშე და, მეორე მხრივ კი, არსებობს აგრესორი, რომელიც იწყებს პირობების წამოყენებას, რათა არ მიიღოს ცეცხლის შეწყვეტა.

ამასთან, მაკრონმა განმარტა, რომ თუ რუსეთი გამოაცხადებს ჯარების გაყვანას უკრაინის საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრებიდან, მის წინააღმდეგ დაწესებული ყველა სანქცია მოიხსნება.

„ანუ, ეს ყველაფერი - სანქციების მოხსნის საკითხი - დამოკიდებულია რუსეთის არჩევანზე, შეესაბამებოდეს საერთაშორისო სამართლის ნორმებს“, - აღნიშნა მაკრონმა.

გიორგი მელაშვილი - „ქართული ოცნება“ ახალი პოლიტიკური სეზონის წინ ცუდ ფორმაშია იმ გაგებით, რომ პარტია გადაიქცა აპარატად, რომელიც ერთ ადამიანზე დგას და, როგორც ღარიბაშვილის საქმემ აჩვენა, შიგნით ბოლომდე ჩამპალია
ქართული პრესის მიმოხილვა 07.09.2026
პროკრედიტ ბიზნესი: თბილისში ახალი სპორტული სივრცე Hubs-ი გაიხსნა
სოკარ ჯორჯია პეტროლეუმმა SOCAR Group-ის შემადგენლობაში შემავალი Italiana Petroli-სგან იტალიური ბენზინის პირველი პარტია შემოიტანა
წინანდლის მამული კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის მერვე სეზონს მასპინძლობს
წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი 3 სექტემბერს იხსნება — პრესკონფერენცია წინანდალში
წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი გაიხნა - სილქნეტი ფესტივალის უწყვეტი წარმდგენი