CNN - ჩრდილოეთ კორეამ რუსეთში დამატებით 3000 ჯარისკაცი გაგზავნა

ჩრდილოეთ კორეამ რუსეთში დამატებით 3000 ჯარისკაცი გაგზავნა, - ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი სამხრეთ კორეის შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბების კომიტეტზე დაყრდნობით ავრცელებს.

სამხრეთ კორეის შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბების კომიტეტის ცნობით, ჩრდილოეთ კორეამ რუსეთში 3000 ჯარისკაცი იანვარსა და თებერვალში გაგზავნა და დამატებითი ძალები იმ 11 000 სამხედროს დაემატა, რომლებიც ფხენიანს აქამდე ჰყავდა გაგზავნილი.

სეული აცხადებს, რომ ჩრდილოეთ კორეის მიერ გაგზავნილი სამხედროებიდან 4000 დაიღუპა ან დაშავდა.

ამასთან, სამხრეთ კორეის შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბების ინფორმაციით, ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ჩრდილოეთ კორეამ რუსეთს ბალისტიკური რაკეტებისა და რაკეტების გამშვები დანადგარების „მნიშვნელოვანი რაოდენობა“ გადასცა.

გიორგი კაჭარავა - ნატოს ანკარის სამიტმა მკაფიოდ აჩვენა, რომ შავი ზღვის რეგიონი მისი თავდაცვის მოწინავე ხაზია
ქართული პრესის მიმოხილვა 09.07.2026
კორეული პრემიუმ ბრენდი Manyo უკვე PSP-შია
„არქიმ“ და NEXT-მა პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში ერთობლივი ოფისი გახსნეს
მილანში „ლა გაზეტა ჯორჯიას“ მუშაობა შეაჯამეს
„ვისოლი“ Luxury და Sport კატეგორიის ავტომობილებისთვის საქართველოში ყველაზე მაღალოქტანიანი საწვავის - A1-ის იმპორტს იწყებს