სასამართლოში, პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებული ანზორ კვარაცხელიას საქმეზე, სხდომა მიმდინარეობს

თბილისის საქალაქო სასამართლოში, პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებული ანზორ კვარაცხელიას სასამართლო პროცესი მიმდინარეობს, მას პოლიციელების მისამართით ე.წ. მოლოტოვის კოქტეილის სროლას ედავებიან.

დღევანდელ სხდომაზე ბრალდების მხარის მტკიცებულებებს გამოიკვლევენ. კერძოდ კი, პროკურორ როინ ხინთიბიძეს სასამართლოში 2 მოწმე - სახანძრო ექსპერტი და დეტექტივი ჰყავს წარმოდგენილი.

ამასთან, დღევანდელ პროცესზე კვარაცხელიას მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გადაისინჯება.

ცნობისთვის, ანზორ კვარაცხელია აქციების ფარგლებში დაწყებული გამოძიების მიმდინარეობისას სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით დააკავეს, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს.

ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია