კახა კალაძე - ბევრი გახმაურებული საქმეა, სადაც ხაზარაძესთან მიმართებით კითხვები არსებობს, ამიტომ არ ისურვეს საგამოძიებო კომისიაზე მისულიყვნენ და საზოგადოებას დაენახა, რა იყო მათი როლი სააკაშვილის ხელისუფლების პირობებში

მამუკა ხაზარაძე პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის ფორმატში დაბარებული იყო - არ მისვლის შემთხვევაში კანონით გათვალისწინებულია შესაბამისი ღონისძიებებია და რა თქმა უნდა, ეს განხორციელებული იქნება, - ამის შესახებ “ქართული ოცნების” გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ განაცხადა, რითაც „ლელო - ძლიერი საქართველოს“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის მიერ პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე არ გამოცხადების ფაქტს გამოეხმაურა.

მისივე მტკიცებით, ხაზარაძე-ჯაფარიძე პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიაზე არ გამოცხადდნენ, რადგან საზოგადოებას არ დაენახა, “თუ რა იყო მათი როლი მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების პირობებში”.

“მათ [ხაზარაძე-ჯაფარიძის] მიერ თავის არიდება რატომაც მოხდა, ხვდებით. ეს ადამიანები პოლიტიკური პარტიის წევრები არ ყოფილან, თუმცა მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების პირობებში, მათ თავიანთი ფუნქცია ჰქონდათ და ბევრი გახმაურებული საქმეა, სადაც ხაზარაძესთან მიმართებით არსებობს კითხვები. რა თქმა უნდა, ამიტომ არ ისურვეს მათ [კომისიაში] მისულიყვნენ და კიდევ ერთხელ, ფართო საზოგადოებას დაენახა, თუ რა იყო მათი როლი მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების პირობებში.

რაც შეეხება ხაზარაძის-ჯაფარიძის კომისიაში არ მისვლას, კანონით არის გათვალისწინებული თუ რა ღონისძიებები უნდა მოხდეს და შესაბამისი რეაგირება იქნება”, - განაცხადა კალაძემ.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები