შს მინისტრის ყოფილი მოადგილე აგვისტოს ომზე - 5 დღე რომ არ ყოფილიყო წინააღმდეგობა, რუსეთი მთელი ტერიტორიის ოკუპაციას მოახდენდა - ქვეყანა ვიხსენით ოკუპაციისგან, ამ გმირობით, დაღუპული ხალხით

5 დღე რომ არ ყოფილიყო ასეთი წინააღმდეგობა, ძირითადად, თავდაცვის სამინისტროს სამხედროების, დარწმუნებული ვარ, რუსეთი მთელი ტერიტორიის ოკუპაციას მოახდენდა, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელ პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიის სხდომაზე შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილმა მოადგილემ, შალვა ჯანაშვილმა განაცხადა, რომელიც აგვისტოს ომზე სასაუბროდ იყო დაბარებული.

მისივე თქმით, ტყუილად არ იყო დაღუპულების თავგანწირვა და გმირობა, მათ ქვეყანა იხსნეს ოკუპაციისგან.

„წინასწარ რომ ყოფილიყო დაგეგმილი ასეთ რამეს ვაკეთებთ, შეიძლებოდა გეგმის გაუმჯობესება, ქალაქში არ შესვლა, სხვა რაღაცა გეგმის დადება, მაგრამ ეს ყველაფერი ხდებოდა ასე... შვებულებიდან [დამაბრუნეს], უცებ წინა ხაზზე [გამომიძახეს], დავალება უცებ, გადატანაც ვერ ხდებოდა რუკაზე, თორემ გეგმის გაკეთებაც ვიცით...

ჩემი დანაყოფები მე განვათავსე სადაზვერვო დანიშნულებით, სნაიპერები დაკვირვებას აწარმოებდნენ საკმაოდ დიდ მანძილზე, სანამ შევდიოდი კარგა ხნის განმავლობაში. ბრმად არ შევსულვართ! [ცხინვალში], ჩვენი დანაყოფების გადაადგილებას ისინი უკეთებდნენ უზრუნველყოფას“,- განაცხადა ჯანაშვილმა.

კომისიის წევრების კითხვაზე, ხომ არ გაუჩნდა მას განცდა, რომ „უაზროდ სასიკვდილოდ გაუშვეს, როცა [ცხინვალში] 3 ტანკის ამარა დატოვეს ის და მისი დანაყოფი“, ჯანაშვილმა შემდეგნაირად უპასუხა - „სამასი სპარტელი რაზე ფიქრობდა, როცა უკან ამხელა ქვეყანა ედგა, კითხეთ მათაც“.

„5 დღე რომ არ ყოფილიყო ასეთი წინააღმდეგობა, ძირითადად, თავდაცვის სამინისტროს სამხედროების, მთავრობას არ ექნებოდა დრო, რომ საერთაშორისო მეგობრები ჩართულიყვნენ და დარწმუნებული ვარ, რომ მთელი ტერიტორიის ოკუპაციას მოახდენდა რუსეთი. ამან გადაგვარჩინა, ამ თავდადებამ. სამასი სპარტელი რაზე ფიქრობდა, უკან ამხელა ქვეყანა ედგა, ვერ ეხმარებოდნენ და იქ იხოცებოდნენ, კითხეთ იმას, სად გამიშვაო ის კაციც იტყოდა, სად ვიხოცებოდითო?! არის დრო და მომენტი როცა ამას აკეთებ და ბოლოს რა შედეგიც დადგა, ეს შედეგი დადგა. ჩვენ მთელი ქვეყანა ვიხსენით ოკუპაციისგან, ამ გმირობით, დაღუპული ხალხით... შეიძლება ბევრი შეცდომები დამიშვია ცხოვრებაში, მაგრამ ტყუილად არ იყო ადამიანების თავგანწირვა და გმირობა“, - განაცხადა შალვა ჯანაშვილმა.

ცნობისთვის, დღევანდელ სხდომაზე განსახილველი საკითხია 2004-2008 წლებში საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარება და 2008 წლის აგვისტოს ომი. სხდომაზე უკვე მოუსმინეს: ლაშა ქოიავასა და შალვა ჯანაშვილს. ასევე მოწვეულნი არიან: ზაზა გოგავა და მამუკა ყურაშვილი.

ავთანდილ წულაძე - ტრამპი პუტინის სასარგებლოდ მოქმედებს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.04.2025
Yandex Go-ს ელექტროსკუტერები უკვე თბილისშია
ბრიტანულ-ქართული აკადემიისა და ბრიტანული სკოლის დამფუძნებლები მთავრობას მიმართავენ
Walmark - 10 წელი საქართველოში: პირველი საკვები დანამატების ბრენდი, რომელმაც მოსახლეობაში ჯანმრთელობაზე ზრუნვის კულტურა დანერგა
"გოლდენ ფლის ინვესთმენთსი" ოპერირების პირველი წლის წარმატებით დახურვას აღნიშნავს
„სოკარი“ ციფრული გამოცდილების ახალ ეტაპზე გადადის - განახლებული აპლიკაცია და ლოიალობის პროგრამა უკვე ხელმისაწვდომია
„მაკდონალდს საქართველოს“ თბილისში, რიგით 26-ე ახალი რესტორანი შეემატა