საბა სხვიტარიძის დედა - დაანებონ პოლიტპატიმრებს თავი! - „ოცნებას“ ვაფრთხილებ, ყველას ავაბუნტებ, ბოლომდე ვიბრძოლებ, გავამწარებ, როგორც ჩემი შვილი დაჩეჩქვეს, ისე დავჩეჩქვავ მაგათ

დაანებონ პოლიტპატიმრებს თავი, სანამ სასწაულს მოვახდენთ ოჯახის წევრები. სანამ სასწაული მომხდარა გამოუშვან. „ოცნებას“ ვაფრთხილებ, სასწაულის წინაშე დავაყენებ და ავაბუნტებ ყველას - ჩამოვუვლი ყველას თუ უკან არ დაიხევენ, ბოლომდე ვიბრძოლებ, გავამწარებ, როგორც ჩემი შვილი დაჩეჩქვეს, ისე დავჩეჩქვავ მაგათ, სულ ყველას, - ამის შესახებ ბრალდებული საბა სხვიტარიძის დედამ, ელენე ახობაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ბრალდება, რომელიც საბა სხვიტარიძეს წაუყენეს ფარსია და ბრალდების მხარეს არანაირი მტკიცებულებები არ წარუდგენია.

„ეს ბრალდება ფარსია, ამ უსამართლო სასამართლოში არაფრის იმედი არ მაქვს. ფარსი მოწმეები მოჰყვათ, მოწმეებიც აღიარებენ, რომ ფორმა არ ეცვათ, რომ საბუთი არ წარუდგენიათ. ჩემს შვილს ზიანი ამათმა მიაყენეს, ჩემი შვილი არის ნაწამები სამმართველოში მე-5 სართულზე გამომძიებლის კაბინეტში, შემდეგ მე-8 სართულზე უფროსის კაბინეტში, სადაც "მასკიანი" „ტიტუშკები“ შეიყვანეს და ხელის მოტეხას აპირებდნენ, დაულეწეს თავ-პირი. იქ განუვითარდა ტვინის შერყევა, დაეწყო პირღებინება და ერთადერთი საშველი პოლიეთილენის პარკი იყო, არც ექიმი და არც სასწრაფო. შემდგომ ექიმმა უთხრა ჩემს შვილს, რომ „შენ არაფერი მოგივა, ისინი თავის საქმის სპეციალისტები არიან“ - ექიმმაც უნდა აგოს პასუხი. ვიდეოკამერის ჩანაწერები წაშლილია, რომელზეც იძახიან, რომ არ გვაქვსო.

ასევე პასუხი გამცეს გახარიას პარტიიდან ლილუაშვილმა, რომელმაც თქვა, რომ ჩვენ მშობლები მართულები ვართ. მოვიდეს, სასამართლოს დაესწროს და მითხრას, მისი ოჯახის წევრი რომ ასეთი ნაწამები იყოს, თუ იქნებოდა რომელიმე პარტიისგან მართული. მოგვიხადოს ბოდიში! რა უფლებით დაგვწამა ცილი?

მე „ოცნებისგან“ მართული ვარ, გამაღიზიანეს და მატირეს, ჩემი შვილი აწამეს, ამიტომ ვარ მართული და ბრძოლაში ჩაბმული.

ნინო წილოსანს კი გავცემ პასუხს, რომელმაც დაკავებულებს „ხულიგნები“ უწოდა და სახელმწიფო გადატრიალება დააბრალა. სახელმწიფოს ეგ თოჯინა ატრიალებს, თავისი ბოტოქსიანი ტუჩებით. წილოსანიც გამოვიდეს, დაესწროს სასამართლოს და მიპასუხოს, ამის მერე თუ იქნება სრულ ჭკუაზე?! „ტიტუშკები“ კონა 20 თეთრი ღირს, მეც მოვძებნი „ტიტუშკებს“ და ჩამოვუვლი ყველას, თუ უკან არ დაიხევენ, ბოლომდე ვიბრძოლებ, გავამწარებ, როგორც ჩემი შვილი დაჩეჩქვეს, ისე დავჩეჩქვავ მაგათ, სულ ყველას.

დაანებონ პოლიტპატიმრებს თავი, სანამ სასწაულს მოვახდენთ ოჯახის წევრები. სანამ სასწაული მომხდარა გამოუშვან. „ოცნებას“ ვაფრთხილებ, სასწაულის წინაშე დავაყენებ და ავაბუნტებ ყველას“,- განაცხადა ელენე ახობაძემ.

ცნობისთვის, საბა სხვიტარიძეს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფას სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით გულისხმობს.

სახელმწიფო ბრალდების განმარტებით, სხვიტარიძის ქმედების შედეგად სამართალდამცავმა ფიზიკური დაზიანება მიიღო, კერძოდ კი, მას თავი ჰქონდა გატეხილი.

აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიციას აუცილებლად უნდა ჰყავდეს მკვეთრად გამოხატული ერთი ლიდერი და ეს ლიდერი პოლიტიკაში შედარებით ახალი ფიგურა უნდა იყოს - სუფთა ხელებით, შეულახავი რეპუტაციით
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2026
WhiteBIT საქართველომ, ეროვნული ბანკისგან ბროკერის ლიცენზია მოიპოვა
„მეტროპოლ ლისი“ - ცხოვრება, როგორც დასვენება და სახლი, რომელიც ბუნებასთან ახლოს ჩაიფიქრე
„თეთრმა კვადრატმა“ პროექტების განვითარებისთვის 8 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდა
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში
„მაკდონალდს საქართველომ“ ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან (BTU) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
#აჩუქეწიგნი, ჩაერთე კამპანიაში და იპოვე შენთვის საყვარელი ადამიანის მიერ დაწერილი პერსონალური წერილი „ბიბლუსის“ მაღაზიებში