კიშინიოვში დაკავებულმა მოლდოვის ავტონომიური რეგიონის, გაგაუზიის ლიდერმა დახმარებისთვის ვლადიმერ პუტინს მიმართა

კიშინიოვში დაკავებულმა მოლდოვის ავტონომიური რეგიონის, გაგაუზიის ლიდერმა ევგენია გუცულმა დახმარებისთვის რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს მიმართა, - ამის შესახებ ინფორმაციას მოლდოვური მედია ევგენია გუცულის „ტელეგრამის“ არხზე გამოქვეყნებულ განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

„გაგაუზიის ხალხის სახელით, რომელსაც არასდროს უღალატია თავისი ისტორიული მეგობრებისთვის, მოგმართავთ და მოგიწოდებთ: გამოიყენეთ დიპლომატიური, პოლიტიკური და სამართლებრივი მექანიზმების სრული არსენალი მოლდოვის ხელისუფლებაზე ზეწოლის მიზნით, რათა პოლიტიკური რეპრესიები დაუყოვნებლივ შეწყდეს და ჩემი სწრაფად გათავისუფლება მოხდეს“, - ნათქვამია განცხადებაში.

ასევე, ევგენია გუცული რუსეთის პრეზიდენტს რეგიონის ავტონომიური სტატუსის მხარდაჭერისკენ მოუწოდებს.

„ასევე გთხოვთ თქვენ, როგორც სახელმწიფოს ლიდერს, რომელიც სამართლიანობას ყოველთვის იცავს, დამოუკიდებელი მოლდოვის რესპუბლიკის ფარგლებში გაგაუზიის ავტონომიური სპეციალური სტატუსის მიმართ მტკიცე მხარდაჭერა გამოხატოთ“, - აღნიშნულია განცხადებაში.

შეგახსენებთ, მოლდოვის ავტონომიური რეგიონის, გაგაუზიის ლიდერი, ევგენია გუცული კიშინიოვის აეროპორტში 25 მარტს დააკავეს. მოლდოვაში გუცულის წინააღმდეგ კორუფციის, კერძოდ 2019-2022 წლებში მოლდოვიდან გაქცეული პრორუსი ოლიგარქის, ილან შორის პარტიის რუსეთიდან დაფინანსების საქმეზე სასამართლო საქმეა აღძრული.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს