ზაზა გოგავა - შტერი უნდა იყო, ცხინვალში თავი შეყო და სამხედრო ოპერაცია ტყუილად დაგეგმო - ჩვენ ცხინვალი არ დაგვიბომბია - მოსახლეობის წინასწარი ევაკუაცია მოწინააღმდეგის პროვოკაციაზე პირდაპირი წაყოლა იქნებოდა

შტერი უნდა იყო, რომ ცხინვალში თავი შეყო და სამხედრო ოპერაცია ტყუილად დაგეგმო - ჩვენ ცხინვალი არ დაგვიბომბია, - ამის შესახებ გაერთიანებული შტაბის ყოფილმა უფროსმა, გენერალმა ზაზა გოგავამ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელ პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განაცხადა, სადაც აგვისტოს ომზე სასაუბროდაა დაბარებული.

მისივე თქმით, მოსახლეობის წინასწარი ევაკუაცია მოწინააღმდეგის პროვოკაციაზე პირდაპირი წაყოლა იქნებოდა.

„მე შევთავაზე ოპერაციაში ცვლილება, ანუ თამაში წამოგვეწყო, დაწოლა მოგვეხდინა ცხინვალის მისადგომებთან. ამას ბევრი სამხედრო უყურებს და შტერი უნდა იყო, რომ ცხინვალში თავი შეყო და სამხედრო ოპერაცია ტყუილად დაგეგმო, არაფერში არ გჭირდება. ამის მიზანი იყო ეს, მეტი არაფერი, რომ ის სასიცოცხლო გზა რაღაც დროით ყოფილიყო თავისუფალი, რაც გამოგვივიდა.

ეს იყო თავდაცვითი ოპერაცია, მანევრული თავდაცვა ჰქვია ამას - სხვანაირად ამ ოპერაციას ვერ გააკეთებ. ღობესთან თუ მიხვალ, კისერს გადაყოფ და იქით გადაიხედავ... რომ გამოვლენ სამხედრო ექსპერტები, მინდა მივმართო ყველას, შეიძლებოდა იქ გვირაბის ამოკეტვა თურმე და მერე მავნებლები იქიდან არ შემოვიდოდნენ, როცა მსახურობდნენ ჩემამდე შეიარაღებულ ძალებში, მაშინ გაკეთებინათ. ეგ იყო ილუზია. ამ ილუზიებმა ბევრი რამ მანამდე წაახდინა იქ, სანამ ეს ყველაფერი მტერმა მოიფიქრა, დაგეგმა და განახორციელა.

[...] ყველა ხეობიდან, რაც კი სოფლებია, ყველა გამოვიდა. ეს იყო ის ძალისხმევა, რაც შეიარაღებულმა ძალებმა გაწია. მათ შორის ქურთადან. ერთი გადმოსავლელი აქვთ ლიახვზე. მეორემ მხარემ 3 დღით ადრე გააკეთა ეს [მოსახლეობის ევაკუაცია]... ეს არის პროვოკაციაზე წაყოლა პირდაპირ. ამას ჰქვია ომისთვის მზადება, მეტი არაფერი. არანაირი ნაბიჯი არ გადადგი იმისთვის, რომ პოზიცია შეგერბილებინა. არ დატოვე არანაირი სასაუბრო პოლიტიკოსების მხრიდან, საერთაშორისო მხრიდან... წავიდნენ ისინი ევაკუაციაზე, წავედით ჩვენ ევაკუაციაზე ... [ეს რომ გამეკეთებინა] აქ არ ვიჯდებოდი ახლა, ჰააგაში დიდი ხნის გასამართლებული ვიქნებოდი.

ცეცხლის გახსნის დავალება 23:45-ზე მივიღე. ჩვენ ცხინვალი არ დაგვიბომბია“,- განაცხადა ზაზა გოგავამ.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს