ზაზა გოგავა კითხვაზე, იყო თუ არა შესაძლებელი აგვისტოს ომის თავიდან აცილება - გამორიცხული იყო

გამორიცხული იყო [ომის თავიდან აცილება] - ასე უპასუხა გაერთიანებული შტაბის ყოფილმა უფროსმა, გენერალმა ზაზა გოგავამ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელ პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, კომისიის წევრის ილია ინჯიას შეკითხვას, იყო თუ არა შესაძლებელი აგვისტოს ომის თავიდან აცილება.

როგორც გოგავამ აღნიშნა, მოწინააღმდეგეს სურდა თბილისი ადვილად დაეკავებინა.

„გამორიცხული იყო [ომის თავიდან აცილება] და ეს დაამტკიცა მათი სამკლავურების შეცვლამ. მათი მიზანი თბილისი იყო და რაც შეიძლება ადვილად გაეკეთებინათ ეს“, - აღნიშნა მან.

ამასთან, კომისიის წევრების კითხვაზე, ეთანხმება თუ არა სტრასბურგის გადაწყვეტილებაში, სამხედრო მოქმედებების აღწერის იმ ნაწილს, რომ „ქართველი სამხედროების მოქმედებამ გადაზარდა ეს ყველაფერი აქტიურ ფაზაში“, გოგავამ უპასუხა, რომ „ამ აზრს არ ეთანხმება“.

„არ ვეთანხმები. ამ აზრს არ ვეთანხმები…..მაგ მუხლს არ ვეთანხმები სამხედროებთან მიმართებით“, - აღნიშნა გოგავამ.

კიდევ ერთი საკითხი, რაზეც კომისიის წევრებმა კითხვები დასვეს, იყო იარაღის ხარისხი. სოზარ სუბარის თქმით, ბევრი ინფორმაცია არსებობს, რომ იარაღის ნაწილი, რომელიც საქართველოში შემოვიდა, გამოუსადეგარი იყო საბრძოლო მოქმედებებისთვის, რაზეც გოგავამ უპასუხა, რომ ეს არის „ძალიან ცუდი ბრალდება“.

„ძალიან ცუდი ბრალდებაა, მეორედ არ გაიმეოროთ! არასწორი ბრალდებაა ნებისმიერ სამხედროსთან! მომიყვანეთ ნებისმიერი სამხედრო, დამელაპარაკოს, რა არ ვარგოდა, რა ეჭირათ და რით დაამთავრეს ომი?! ასე არ შეიძლება ადამიანის ამოთხვრა ტალახში, ზოგიერთმა თავისი დეზერტირობა და მაიმუნობა რომ დამალოს!“, - განაცხადა გოგავამ.

ავთანდილ წულაძე - პუტინი ახლა, როგორც კაზინოში უიღბლო მოთამაშე, ვა-ბანკზე მიდის, მის ხელთ არსებულ ყველა რესურსს დებს იმ იმედით, იქნებ ახლა მაინც გაუმართლოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში