„ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია ირაკლი ოქრუაშვილთან დაკავშირებით პროკურატურას მიმართავს

„ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია, სხდომაზე გამოუცხადებლობის გამო, თავდაცვის ყოფილ მინისტრ ირაკლი ოქრუაშვილთან დაკავშირებით პროკურატურას მიმართავს.

აღნიშნულის შესახებ სხდომაზე კომისიის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა განაცხადა, რასაც კომისიის ყველა წევრმა მხარი დაუჭირა.

"სახეზეა კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობა, შესაბამისად, შემოგთავაზებთ, რომ კენჭისყრაზე დავაყენოთ საკითხი იმის თაობაზე, რომ ეს შემთხვევაც გადაეგზავნოს საქართველოს პროკურატურას. თუ ყველა მომხრე იქნება, დღესვე გაიგზავნება - საღამოს", - განაცხადა თეა წულუკიანმა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება