მამუკა ხაზარაძე პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მიერ პროკურატურისთვის მიმართვის შემდეგ მაგისტრატი მოსამართლის წინაშე გამოიკითხა

ჩვეულებრივი სასამართლო პროცედურა ჩატარდა, ველოდებით შემდგომ გამოცხადებას, - ამის შესახებ “ლელო-ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ თბილისის საქალაქო სასამართლოში მაგისტრ მოსამართლის წინაშე დაკითხვის შემდეგ განაცხადა.

როგორც ხაზარაძემ აღნიშნა, მთავარი კითხვა იყო თუ რატომ არ მივიდა “ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე.

“ჩვეულებრივი პროცედურა იყო, არაფერი მნიშვნელოვანი. მთავარი კითხვა არის, რატომ არ მივედი ე.წ. პარლამენტში შექმნილ კომისიაში, რომელსაც ვუწოდე ცირკი, „შაპიტო“ და ბიძინას „შოუ“ - ეს იყო მთავარი კითხვა, რაზეც ვუპასუხე, რომ მე როგორც პოლიტიკური პარტიის ლიდერმა, რომელსაც 10 ათასობით ადამიანმა მოგვცა მანდატი, გადაწყვეტილება მივიღე, რომ დაგვეტოვებინა მანდატი, რადგან არ ვაღიარებთ ამ ე.წ. პარლამენტის ლეგიტიმაციას.

წამოღებული მქონდა საბუთები, საერთაშორისო გადაწყვეტილებები, რომელიც მოსამართლისთვის მინდოდა გამეცნო, ეს არის საფუძველი თუ რატომ არ ვაღიარებთ ჩვენ ამ არალეგიტიმურ პარლამენტს. ამის საშუალება მოსამართლემ არ მომცა, თუმცა მთელმა დემოკრატიულმა სამყარომ იცის, რომ ბიძინა ივანიშვილმა 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნები გააყალბა რუსეთის სპეცსამსახურების მონაწილეობით. ამის შემდეგ ამ ე.წ. მთავრობამ შეცვალა ქვეყნის სტრატეგიული და ეროვნული კურსი”, - განაცხადა ხაზარაძემ.

სტეპან გრიგორიანი - რბილად რომ ვთქვათ, ამერიკას, სომხეთსა და აზერბაიჯანს სამხრეთ კავკასიიდან რუსეთი გაჰყავთ
ქართული პრესის მიმოხილვა 09.02.2026
12-საათიანი საიმედო დაცვის მქონე პრემიუმ ხარისხის ბავშვის საფენები „რასკალსი“ (Rascals) უკვე PSP-შია
ფოთის პორტში ბელგიიდან 30 000 ტონა ბენზინით დატვირთული ტანკერი შემოვიდა
SMH Global-ისა და Setanta Sports Eurasia-ს პარტნიორობა უზბეკეთში 2030 წლამდე გახანგრძლივდა
ვაინ კახეთი ქართულ ღვინოს პარიზის საერთაშორისო გამოფენაზე წარადგენს
რობოტული ქირურგია ინოვას სამედიცინო ცენტრში - ინოვაციური ქირურგიის ახალი ეტაპი საქართველოში