კირ სტარმერი  - რუსეთი მშვიდობის დაყოვნებას ცდილობს, თამაშებს თამაშობს და ამაზე ცხადად უნდა ვისაუბროთ - ახლა სანქციების მოხსნის დრო არ არის, პირიქით, განვიხილეთ, როგორ შეგვიძლია სანქციების გაზრდა

ახლა რუსეთისგან სანქციების მოხსნის დრო არ არის, პირიქით, განვიხილეთ როგორ შეგვიძლია სანქციების გაზრდა. ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა პარიზში “მსურველთა კოალიციის” სამიტის შემდეგ განაცხადა.

სტარმერის თქმით, ეს “ძალიან კონსტრუქციული” შეხვედრა იყო, რომელზეც “მსურველთა კოალიციის” ლიდერები შეთანხმდნენ, რომ არსებობს უკრაინის უფრო მეტად მხარდაჭერის საჭიროება, “რათა უზრუნველვყოთ, რომ უკრაინა ყველაზე ძლიერ შესაძლო პოზიციაშია, ახლაც და სამომავლო მოლაპარაკებებშიც”.

“სრული სიცხადე იყო, რომ რუსეთი [მშვიდობის] დაყოვნებას ცდილობს, თამაშებს თამაშობს და ამაზე სრულიად ცხადად უნდა ვისაუბროთ”, - განაცხადა სტარმერმა.

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ სამიტზე სრული სიცხადე იყო იმაზე, რომ “ახლა სანქციების მოხსნის დრო არ არის”.

“პირიქით, განვიხილეთ როგორ შეგვიძლია სანქციების გაზრდა, რათა დავეხმაროთ შეერთებული შტატების ინიციატივას, რათა ქვეყნების ამ ჯგუფის მხრიდან ზეწოლის მეშვეობით რუსეთი მოლაპარაკებების მაგიდასთან მივიყვანოთ”, - განაცხადა სტარმერმა.

მან აღნიშნა, რომ შეხვედრაზე ასევე განიხილებოდა უკრაინაში ნებისმიერი ცეცხლის შეწყვეტისა და მშვიდობის მხარდაჭერის “სამხედრო და ოპერატიული” გეგმები, “იქნება ეს მიწაზე, ჰაერში თუ ზღვაზე”.

ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
„არდი“ და Amadeo ბიზნესების ფინანსური მართვის გასაძლიერებლად პარტნიორობას იწყებენ
Skillwill-ი Anthropic-ის Claude Partner Network-ს შეუერთდა - AI Literacy ყველა აკადემიური პროგრამის განუყოფელი ნაწილი იქნება