საბა სხვიტარიძის ადვოკატი - პოლიციელმა ცრუ ჩვენება მისცა, მე რომ პროკურორი ვიყო, მას სასამართლო დარბაზში დავაკავებდი

დიახ, [პოლიციელმა ცრუ ჩვენება მისცა], მე რომ პროკურორი ვიყო, მას სასამართლო დარბაზში დავაკავებდი ცრუ ჩვენების მიცემისთვის, - ამის შესახებ "კოალიცია ცვლილებისთვის" წევრის, პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებული საბა სხვიტარიძის ადვოკატმა, ირაკლი ჩომახაშვილმა სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ განაცხადა, სადაც საქმეში დაზარალებულის სტატუსის მქონე პოლიციელის, თბილისის მთავარი სამმართველოს ერთ-ერთი სამმართველოს უფროსის, მირიან ქავთარაძის მოადგილე, მიხეილ სუჯაშვილი დაიკითხა.

ადვოკატის განცხადებით, პოლიციელს, რომელიც დღეს გამოიკითხა, არ აქვს სურვილი მისცეს საკუთარი უფროსის წინააღმდეგ ჩვენება.

„ეს იყო ადამიანი, რომელიც იჯდა ავტომობილში, სადაც საბა სხვიტარიძეს ემუქრებოდნენ მისი კოლეგები გაუპატიურებით. ეს სრულიად საკმარისია იმისათვის, რომ დღევანდელი სასამართლოს დასკვნის მერე, ეს ადამიანი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცეს.

ყველას კარგად გვესმის, ამ ადამიანს არ აქვს სურვილი, რომ მისცეს საკუთარი უფროსის წინააღმდეგ ჩვენება. ის გააკეთებს ყველაფერს, მისცემს ცრუ ჩვენებას, ოღონდ არ დაასმინოს საკუთარი უფროსი მირიან ქავთარაძე“, - განაცხადა ირაკლი ჩომახაშვილმა.

ცნობისთვის, საბა სხვიტარიძეს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფას სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით გულისხმობს.

სახელმწიფო ბრალდების განმარტებით, სხვიტარიძის ქმედების შედეგად სამართალდამცავმა, თბილისის მთავარი სამმართველოს ერთ-ერთი სამმართველოს უფროსმა, მირიან ქავთარაძემ ფიზიკური დაზიანება მიიღო, კერძოდ კი, მას თავი ჰქონდა გატეხილი.

აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ამასთან, საქმეში დაზარალებულის სტატუსი აქვს საბა სხვიტარიძეს. ის სამართალდამცავების მხრიდან დაკავების შემდეგ ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის რამდენიმე ეტაპზე საუბრობს.

მირიან მირიანაშვილი - თუ რუსეთმა აშშ-თან უკრაინაში ომის დასრულების შეთანხმება ვერ დადო, ანუ, თუ სი ძინ პინი „ვერ გადააგდო“, მაშინ საქართველო რუსეთის გავლენის სფეროში ვერ აღმოჩნდება
ქართული პრესის მიმოხილვა 17.04.2025
„ამბასადორი აილენდ ბათუმის" მიმართ ინტერესმა დუბაის უძრავი ქონების საერთაშორისო გამოფენაზე მოლოდინს გადააჭარბა
„ვისოლი“ ციფრული ტრანსფორმაციის ახალ ეტაპზე გადადის
Touch Plarform-ის ორგანიზებით, თბილისში რიგით მეორე საერთაშორისო ციფრული დიზაინ ფესტივალი Touch RGB გაიმართება
სილქნეტის აქცია: თემატური სპორტული პაკეტები დამატებითი გადასახადის გარეშე
საბანკო ასოციაციის რჩევები კიბერუსაფრთხოებისთვის დღესასწაულების წინ