მამუკა მდინარაძე - ძირითადად გვყავს ოთხი პარტია, რომელიც საერთო „მესიჯბოქსში“ ზის  - დიდი ფულით დაფინანსებული აგენტები იკავებენ ოპოზიციის ნიშას, როდესაც კონსტიტუციაში მათი აკრძალვის საფუძველია

ჩვენ ძირითადად გვყავს ოთხი პარტია, რომელიც საერთო „მესიჯბოქსში“ ზის , - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ განაცხადა და განმარტა, რომელი პარტიები იგულისხმება “ნაციონალური მოძრაობის“ სატელიტ პარტიებად.

მდინარაძის თქმით, ქვეყანას ბოლომდე არ ეშველება, სანამ „ეს პარტიები პოლიტიკურ ველს არ ჩამოშორდებიან“.

მისივე თქმით, გზა უნდა გაეხსნას ახლა, ობიექტურ, ეროვნულ ძალებს და პატრიოტ ადამიანებს.

„ჩვენ ძირითადად გვყავს ოთხი პარტია, რომელიც საერთო „მესიჯბოქსში“ ზის. რომლებიც არიან საერთო მიზნით - საქართველოს წინააღმდეგ მოქმედი აგენტურული პარტიები, თუმცა წინასწარ საუბარი მაინც არ შეიძლება, რადგან რომლის მიმართ, რა სამართლებრივი საფუძველი იქნება, რა მტკიცებულებები შეიკვრება, რაც საფუძველს და საშუალებას მოგვცემს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს პარტიების არაკონსტიტუციურად ცნობის სარჩელით მივმართოთ, ეს არავინ იცის. წინასწარვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ უდიდესი ალბათობით, დიდი ვარაუდით ჩვენ შევძლებთ მათი უმრავლესობის, ამ აგენტურული პარტიების ანტიკონსტიტუციურად გამოცხადებას.

უკვე კომისიის სხდომებიდანვე იკვეთება რა დონის ანტისახელმწიფოებრივ მოქმედებებს ჩადიოდნენ წლების განმავლობაში, არა მხოლოდ 2012 წლამდე, დღემდე გრძელდება. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ არანაკლებ მავნებლობას ანტისახელმწიფოებრივ, ანტიკონსტიტუციურ, ანტიეროვნულ, კოორდინირებულ ქმედებას სჩადიან 2012 წლის შემდეგაც და როგორ აჯანჯღარებენ დღემდე ამ ქვეყანას. ამ ქვეყანას ბოლომდე არ ეშველება და გაგვიჭირდება ქვეყანაში მშვიდობის გარანტების მიღება, სანამ ეს პარტიები პოლიტიკურ ველს არ ჩამოშორდებიან და, ვიდრე გზა არ გაეხსნება ახალ, ობიექტურ, ეროვნულ ძალებს, ნიჭიერ ადამიანებს, პატრიოტ ადამიანებს, რომ ეს ნიშა დაიკავონ.

დღეს, დიდი ფულით ათეულობით და ასეულობით მილიონი დოლარით დაფინანსებული აგენტები იკავებენ ოპოზიციის ნიშას, მაშინ, როდესაც საქართველოს კონსტიტუციაში მათი აკრძალვის საფუძველი არის“, - განაცხადა მდინარაძემ.

ამასთან, მდინარაძის თქმით, შესაბამისი საკანონმდებლო ნორმით დარეგულირდება საკითხი, რომ აღნიშნული პარტიების ლიდერებმა ვერ ჩამოაყალიბონ, სხვა ახალი პარტია.

„გავრცელდება კანონის ნორმა, რითაც გადაწყვეტილების მიმღები პირები, ლიდერები ვერ შეძლებენ ჩამოაყალიბონ სხვა პოლიტიკური პარტია და ისევ საკუთარი მავნებლობით ამ ქვეყანას შეეცადონ პერსპექტივები დაუკარგონ. არ დავუშვებთ დაიკავონ ის ნიშა, რომელიც მათ არ ეკუთვნით, ანტისახელმწიფოებრივ ძალებს საქართველოს პოლიტიკაში ადგილი არ უნდა ჰქონდეთ“,- განაცხადა მდინარაძემ.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო