ანონსი  28 მარტი

28 მარტს, 10:00 საათზე, პარლამენტში „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი“ საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომა გაიმართება

საქართველოს კონსტიტუციის დარბაზი

(A კორპუსი, III სართული, ოთახი N304)

28 მარტს, 10:00 საათზე, თამბაქოს კონტროლის სფეროში ჩართულ პროფესიონალთა და გადაწყვეტილების მიმღებ პირთა სამუშაო შეხვედრა გაიმართება.

შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ:

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ირაკლი სასანია.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი პაატა იმნაძე.

მის: ლადო გუდიაშვილის ქ. N3, სასტუმრო „ვინდჰემ გრანდ თბილისი“.

საკონტაქტო: 551 150773

28 მარტს, 10:30 საათზე, „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში მედიასთან კითხვა-პასუხის ფორმატში მიმდინარე თემებს „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური მდივანი გიორგი ბარამიძე უპასუხებს.

საკონტაქტო: ანუკა გაბელია - 551 633 644

მის: სააკაძის დაღმართი მეორე გასასვლელი #4

28 მარტს, 11:00 საათზე, „ძლიერი საქართველოს“ პოლიტიკური მდივანი სალომე სამადაშვილი და საგარეო მდივანი გრიგოლ გეგელია ბრიფინგს გამართავენ.

თემა: „ამერიკის სენატის საგარეო კომიტეტმა „მეგობარი აქტი“ დაამტკიცა.

28 მარტს, 12:00 საათზე, პარლამენტში აგრარულ საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართება.

მარო მაყაშვილის სახელობის დარბაზი

(B კორპუსი, IV სართული, ოთახი N410)

28 მარტს, 12:30 საათზე, პარლამენტში საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომა გაიმართება.

პირველი რესპუბლიკის დარბაზი

(C კორპუსი, III სართული)

28 მარტს, 13:00 საათზე, „ძლიერი საქართველოს“ გენერალური მდივანი ირაკლი კუპრაძე ბრიფინგს გამართავს.

თემა: „ოცნება“ „სამართლებრივ“ დევნას „ძლიერი საქართველოს“ ლიდერებთან ერთად, პარტიის თანამშრომლებზეც ახორციელებს.

28 მარტს, 15:00 საათზე, საჯარო მოსამსახურეთა დამოუკიდებელი პროფესიული კავშირი, კონსტიტუციის 78-ე მუხლის წარმომადგენლები საზოგადოებრივი მაუწყებლის წინ ბრიფინგს გამართავენ.

ბრიფინგზე განხილული იქნება ქვეყანაში მიმდინარე განგრძობითი რეპრესიები, ასევე წარმოდგენილი იქნება მიმდინარე კვირის მონაცემები და ზოგადი მდგომარეობის შეფასება.

მის: კოსტავას 68, საზოგადოებრივი მაუწყებელი (ძველი შენობა)

28 მარტს, 16:00 საათზე, იუსტიციის სახლთან სამი ახალი ერთობა: საქართველოს ფსიქოლოგთა პროფკავშირი, საჯარო მოხელეთა პროფკავშირი და მოძრაობა სოციალური დემოკრატიისთვის ბრიფინგს გამართავენ.

საკონტაქტო: 593 93 52 33; 591 41 57 97; 555 44 19 74

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო