დავით ბერძენიშვილი - მამუკა მდინარაძემ ოთხი პარტია მონიშნა, ასევე, „ახალ პარტიებს რომ დააარსებენ, ისინი ახლები კი არ იქნებიან, ძველები შიგნით იქნებიანო“ - გახარიას და „ლელოს“ ვერ სწვდებოდა, ამიტომ გააგრძელა მანდატი

მამუკა მდინარაძემ ოთხი პარტია მონიშნა, გარდა ამისა, ახალ პარტიებს რომ დააარსებენ, ისინი ახლები კი არ იქნებიან, ძველები შიგნით იქნებიანო... გახარიას ვერ მიწვდებოდა, „ლელოს“ ვერ მიწვდებოდა 2012 წლამდე საქმიანობით, ამიტომ დღემდე გააგრძელა ამბავი, - ამის შესახებ „რესპუბლიკური პარტიის“ დამფუძნებელმა, ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა დავით ბერძენიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „თავისუფალ სტუდიაში“ განაცხადა. ბერძენიშვილი გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ გეგმებს, მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს, „ნაციონალური მოძრაობის“ და „მისი სატელიტი პარტიების“ არაკონსტიტუციურად გამოცხადებასთან დაკავშირებით.

ბერძენიშვილის თქმით, „ქართული ოცნება“ ვერაფერს გააკეთებს, რადგან ის უკვე სტრატეგიულად დამარცხებულია.

„ყველა არც თუ მდგრადი დემოკრატიის მოავტორიტარო ქვეყანაში არის სერიოზული შეტევა ლიბერალური დემოკრატიის მხრიდან, კონტრშეტევა ლიბერალური დემოკრატიისა, ასეთ დროს ჩათვალეს, რომ მოდით, ახლა ჩვენ ავკრძალავთ ყველას... ვერაფერსაც ვერ იზამენ.

მე როცა ვამბობ, ვერაფერს ვერ იზამენ, ეს კი არ ნიშნავს იმას, რომ საკონსტიტუციო სასამართლო არ იკადრებს და პარტიების აკრძალვას კატეგორიულად შეეწინააღმდეგება. მდინარაძემ ოთხი პარტია მონიშნა, ახსენა კიდეც ოთხი. ამას გარდა, ახალ პარტიებს რომ დააარსებენ, ისინი ახლები კი არ იქნებიან, ძველები შიგნით იქნებიანო... გახარიას ვერ მიწვდებოდა, „ლელოს“ ვერ მიწვდებოდა 2012 წლამდე საქმიანობით, ამიტომ დღემდე გააგრძელა ეს ამბავი.

მე ძალიან ცინიკურად შემიძლია იქით მივმართო - 1978 წელს დაარსებულ „რესპუბლიკურ პარტიაზე“ რას აპირებენ, ნეტავ? იმიტომ, რომ ოპოზიციაში ვართ და მდინარაძე როცა „ნაცმოძრაობის“ პროკურატურის ხელის ბიჭი იყო, მაშინ „ნაცმოძრაობას“ ვებრძოდი მის ახლანდელ „ბოსთან“ ერთად, მაგრამ მისი „ბოსი“ ჩვენ ისე ვერ გველაპარაკებოდა და ისე ვერ გვექცეოდა. ესენი სჭირდება და ესენი ჰყავს - მისი ხელის ბიჭები და გოგოები.

ამ ვითარებაში ყველაფერი შეიძლება ქნან, მაგრამ სტრატეგიულად ისინი არიან დამარცხებულები“, - განაცხადა დავით ბერძენიშვილმა.

ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა თვითმმართველობის არჩევნებზეც ისაუბრა. მისი თქმით, “ქართული ოცნება” კეტავს საარჩევნო პოლიტიკურ სივრცეს, რაც ისედაც გადაკეტილია და ახლა „გადაკეტილს აფორმებს“.

“სამი-ოთხი დღის წინ მდინარაძე იძახდა, აი, ნახავთ, „თუ არ მიიღებს ოპოზიცია თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობასო“, ახლა ამბობ: “არა, ვერ მიიღებენო“ - ესეც გაჭირვებისა და არაკვალიფიციურობის არის - ავკრძალავთო. "ვერ მიიღებენ", რას ჰქვია, ანუ, პრაქტიკულად, კეტავს საარჩევნო პოლიტიკურ სივრცეს, რაც ისედაც გადაკეტილია და ახლა ამ გადაკეტილს აფორმებს და მეტი აღარ მაინტერესებს მდინარაძე. ახლა სრულიად არააქტუალურია საუბარი თვითმმართველობის არჩევნებზე. ეს არის ხელისუფლების მიერ შემოგდებული თემა და არ უნდა ავყვეთ ამ თემას. ახლა ხელისუფლება თავად ხურავს ამ თემას. აქტუალური არ იყო და ახლა მითუმეტეს არ არის აქტუალური”, - განაცხადა დავით ბერძენიშვილმა.

ავთანდილ  წულაძე - ტრამპიც და პუტინიც ჩიხურ სიტუაციაში არიან აღმოჩენილი, რაც მათ აიძულებს თავიანთ მოქმედებაში მეტი შეცდომა დაუშვან, სწორედ ამაზეა ჩინეთის გათვლა
ქართული პრესის მიმოხილვა 21.05.2026
Colliers International Georgia-მ მტკვრის მარცხენა სანაპიროს უძრავი ქონების ფუნქციური ანალიზი განახორციელა
„არქიმ“ 200,000 ლარზე მეტი ღირებულების მარადმწვანე ხის ნერგები ქალაქ რუსთავს საჩუქრად გადასცა
როგორ უნდა შევქმნათ პლასტმასისგან თავისუფალი და ეკო-მეგობრული ოფისი
„პსპ ფარმა“ თბილისის მუნიციპალიტეტის ბენეფიციარებს მედიკამენტებს კვირის ნებისმიერ დღეს ფასდაკლების დღეების ფასად მიაწვდის
თიბისის კონცეპტის მხარდაჭერით ZEG Storytelling Festival გაიმართება
სილქნეტის მომხმარებლები მოგზაურობისას ახალი „როუმინგ პასის“ შეთავაზებით ისარგებლებენ
ჩინეთისა და აშშ-ის ლიდერებს შორის შეხვედრამ მსოფლიოს სტაბილურობა და დარწმუნებულობა შესძინა
ენერგოეფექტურობა - NMG-ის სტრატეგიული არჩევანი
„ბიოგრაფი ლივინგის“ პირველი დეველოპერული პროექტის - „საკენი“ მონოლითური სამუშაოები დათქმულ დროს დასრულდა