სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა „მეგობარ აქტს“ მხარი დაუჭირა

ამერიკის შეერთებული შტატების სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა "MEGOBARI აქტს" მხარი დაუჭირა.ინფორმაციას "რადიო თავისუფლება" ავრცელებს.

ამასთან, აშშ-ის სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის ერთ-ერთი ლიდერი, სენატორი ჯინ შაჰინი აცხადებს, რომ „MEGOBARI აქტი“ არის "მკაფიო მესიჯი".

„ჩვენ დავამტკიცეთ „MEGOBARI აქტი“, ეს არის მკაფიო "მესიჯი" ქართველი ხალხისთვის. ჩვენ მხარს ვუჭერთ მათ ძალისხმევას, რომ დემოკრატიული მომავალი შეინარჩუნონ“, - განაცხადა სენატორმა.

სენატორი შაჰინის თქმით, "მეგობარი აქტი" ითვალისწინებს სანქციებს იმ ადამიანების წინააღმდეგ, რომლებიც "მშვიდობიანი დემონსტრაციების ჩახშობას ცდილობდნენ". სენატორი ხაზს უსვამს, რომ აქტს აქვს ორპარტიული მხარდაჭერა.

"მთავრობა პატივს არ სცემს კონსტიტუციას, ქართულ ტრადიციებს. იმედი გვაქვს, რომ ჩვენს ამ გადაწყვეტილებაში ხალხი დაინახავს პოზიტიურ სიგნალს და ჩვენ მათ მხარს ვუჭერთ.

ეს გულისხმობს სანქციებს იმ ადამიანების წინააღმდეგ, რომლებიც ცდილობენ მშვიდობიანი დემონსტრაციების ჩახშობას და მასაც აქვს ორპარტიული მხარდაჭერა“,- განაცხადა შაჰინმა, რომლის თარგმანი "ტვ პირველს" ეკუთვნის.

კანონპროექტი, სახელწოდებით „საქართველოს ანგარიშვალდებულების, გამძლეობისა და დამოუკიდებლობის შესაძლებლობების გაძლიერებისა და მობილიზაციის აქტი“ (MEGOBARI) გასულ წელს კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში კონგრესმენმა ჯო უილსონმა წარადგინა.

"რადიო თავისუფლების" ინფორმაციით, იმისათვის, რომ კანონი ძალაში შევიდეს, ის უნდა დაამტკიცოს კონგრესის ორივე პალატის შესაბამისმა კომიტეტმა, შემდეგ კი - მთლიანმა პალატებმა.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს