ვაკო თურნავა - ღია ბანკინგის დანერგვა ერთ-ერთი ვალდებულებაა ევროკავშირში გაწევრიანებისთვის

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ვაკო თურნავა ღია ბანკინგთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და აღნიშნავს, რომ მისი დანერგვა ერთ-ერთი ვალდებულებაა ევროკავშირში გაწევრიანებისთვის.

მისივე თქმით, ღია ბანკინგი Open Banking - ევროკავშირში შემოღებულ იქნა გადახდის მომსახურებების გადახალისებული დირექტივის (PSD2) მეშვეობით.

როგორც ვაკო თურნავა აღნიშნავს, ეს დირექტივა ევროპარლამენტმა მიიღო 2015 წლის ოქტომბერში და მისი მიზანი იყო ინოვაციური ონლაინ და მობილური გადახდების განვითარებისა და გამოყენების ხელშეწყობა, ბანკებისთვის ლიცენზირებული მესამე მხარეებისთვის მომხმარებელთა მონაცემებზე წვდომის დაშვებით ანუ მომხმარებლის თანხმობით.

„ღია ბანკინგი Open Banking - ევროკავშირში შემოღებულ იქნა გადახდის მომსახურებების გადახალისებული დირექტივის (PSD2) მეშვეობით. ეს დირექტივა ევროპარლამენტმა მიიღო 2015 წლის ოქტომბერში და მისი მიზანი იყო ინოვაციური ონლაინ და მობილური გადახდების განვითარებისა და გამოყენების ხელშეწყობა, ბანკებისთვის ლიცენზირებული მესამე მხარეებისთვის მომხმარებელთა მონაცემებზე წვდომის დაშვებით ანუ მომხმარებლის თანხმობით.

ეს დირექტივა ძალაში შევიდა 2018 წლის 13 იანვარს და სრულად ამოქმედდა 2019 წლის 14 სექტემბერს.

ცნობისთვის, ღია ბანკინგის დანერგვა ერთ-ერთი ვალდებულებაა ევროკავშირში გაწევრიანებისთვის“, - წერს ვაკო თურნავა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება