მამუკა ყურაშვილი - არ მაქვს უფლება, 2008 წლის ომთან დაკავშირებით კითხვებს არ გავცე პასუხი, ვერცერთ ტვინმოღრეცილს საშუალებას ვერ მივცემ დაღუპული გმირის ოჯახთან მივიდეს და უთხრას, თქვენს შვილს უღირსი ადამიანი მეთაურობდაო

მე დღეს მოსული ვარ დაღუპულების გამო, პასუხისმგებლობა მაქვს დაღუპულებთან, ვიღაც ტვინმოღრეცილებისგან არ მოჰყვა სწორი შეფასება - არ მაქვს უფლება, რომ 2008 წლის ომთან დაკავშირებით კითხვებს არ გავცე პასუხი, იქიდან გამომდინარე, რომ ვერცერთ ტვინმოღრეცილს საშუალებას ვერ მივცემ დაღუპული გმირის ოჯახის წევრთან მივიდეს და [უთხრას] თქვენს შვილს უღირსი ადამიანი მეთაურობდა და იმას კითხვებზე პასუხი არ აქვს. ვერ დავუშვებ იმას!- ამის შესახებ გენერალმა მამუკა ყურაშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელ დროებით საგამოძიებო კომისიაზე განაცხადა.

კომისიის დღევანდელ სხდომაზეც განსახილველი საკითხი 2004-2008 წლებში საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარება და 2008 წლის აგვისტოს ომია. როგორც მამუკა ყურაშვილმა განმარტა, ის ამ საკითხზე ჰააგაშიც მოწმის სახით არის დაკითხული, ამასთან, მზად არის კომისიის შეკითხვებსაც უპასუხოს.

„ქალბატონო თეა, თქვენ არაერთი ღამე გაქვთ გათენებული, ჰააგის ტრიბუნალი იცით და ყველა პატივცემულმა სტუმარმა, ვინც აქ არის მობრძანებული. მე იმით განვსხვავდები,რომ დაკითხული ვარ ჰააგაში, ვარ მოწმე. ბევრ კითხვაზე შეზღუდული ვარ, ვერ ვუპასუხებ იმიტომ, რომ გაუთქმელობაც არის. სხვადასხვა კომისიებზე ძალიან ბევრი ჩვენება მაქვს მიცემული, დაკითხული ვარ, მათ შორის, არსებობს სტენოგრამები. 17 წლის თავზე მზად ვარ ყველა კითხვას პასუხი გავცე. იმ მოკლე პერიოდში, როდესაც ომი მომხდარი იყო, უფრო კარგად მახსოვდა და იმის თქმა მინდა, რომ ჩემს ყველა სიტყვას ვეთანხმები. შეგიძლიათ გამოააშკარაოთ და აჩვენოთ ის ჩვენებები. რაც შეეხება 2007 წლიდან და მანამდე პერიოდს, ყველა დეტალზე მზად ვარ გიპასუხოთ. მე დღეს მოსული ვარ დაღუპულების გამო, პასუხისმგებლობა მაქვს დაღუპულებთან, ვიღაც ტვინმოღრეცილებისგან არ მოჰყვა სწორი შეფასება,მიუხედავად იმის,ა რომ ამ კომპონენტზე ბატონმა გენერალმა ზაზა გოგავამ ამომწურავი პასუხი გასცა. ჩემი ღრმა რწმენით, არ მაქვს უფლება, რომ 2008 წლის ომთან დაკავშირებით კითხვებს არ გავცე პასუხი იქიდან გამომდინარე, რომ ვერცერთ ტვინმოღრეცილს საშუალებას ვერ მივცემ დაღუპული გმირის ოჯახის წევრთან ვინმე მივიდეს და [უთხრას] თქვენს შვილს უღირსი ადამიანი მეთაურობდა და იმას კითხვებზე პასუხი არ აქვს. ვერ დავუშვებ იმას, რომ ეს ვინმეს ვათქმევინო“,- განაცხადა მამუკა ყურაშვილმა.

კომისიის თავმჯდომარე, თეა წულუკიანმა მას ჰკითხა, როდესაც ის შეიარაღებული ძალებიდან გათავისუფლების შემდგომ, 2007 წელს კვლავ დაბრუნდა შეიარაღებულ ძალებში, ხომ არ იყო რაიმე სიგნალი, მინიშნება, ან სამხედრო მნიშვნელობის, ან პოლიტიკური ფაქტი ან ინფორმაცია მისთვის ცნობილი, რომელიც პირადად მამუკა ყურაშვილს აფიქრებინებდა - შესაძლოა ისე დაიძაბოს ვითარება ოკუპირებულ ტერიტორიებზე, რომ ეს გადაზარდოს ომში.

მამუკა ყურაშვილმა აღნიშნულ კითხვას უპასუხა, რომ „არა“ და განმარტა, რომ კომისიის სხდომაზე ის შეფასებისთვის არ მისულა.

რაც შეეხება შეიარაღებული ძალებიდან მის გათავისუფლებას, მამუკა ყურაშვილის თქმით, ის ძალებიდან ორჯერ გაათავისუფლეს, პირველ შემთხვევაში 2006 წელს, მეორე შემთხვევაში კი 2011 წელს. მამუკა ყურაშვილის თქმით, პირველ შემთხვევაში თანამდებობიდან ის ირაკლი ოქრუაშვილმა გაათავისუფლა, მიზეზი კი იყო, შემდეგი „ოქრუაშვილი დაიბოღმა იმის გამო, რომ შს მინისტრი ვანო მერაბიშვილი გამოვატარე ცხინვალში“.

რეალურად კი, ყურაშვილის თქმით, იმ დროს თანამდებობიდან მისი გათავისუფლების შესახებ კითხვაზე პასუხი დღემდე არ აქვს.

„ამ კითხვაზე დღესაც არ მაქვს ზუსტი პასუხი. შეიძლება ასე აიხსნას, მაღალი თანამდებობის პირებს შორის შიდა კულუარული ინტრიგები [იყო]. ეს უკავშირდებოდა მერაბიშვილის და ოქრუაშვილის დაპირისპირებას. მე, როგორც სამხედრო მეთაურს, „ნოხის“ ქვეშ და კულისების უკან, რა ხდებოდა, არ ვიცი. ჩამობრძანებული იყო მინისტრი, ცხინვალიდან გამოვატარე. შს მინისტრის მერე არავის გაუვლია. გამოვატარე და ამაზე დაიბოღმა და გამათავისუფლა. დიახ, [ოქრუაშვილმა] გამათავისუფლა. ხეობაში მინისტრი მერაბიშვილი იყო ჩამოსული. მე მაგათი ურთიერთობა არ ვიცოდი.... [გათავისუფლების] მიზეზი დღემდე არ ვიცი, ჭორად მომიტანეს, რომ ეს იყო“, - განაცხადა ყურაშვილმა.

მისივე თქმით, შეიარაღებულ ძალებში 2007 წელს დაბრუნდა, მას შემდეგ რაც თავდაცვის მინისტრად დავით კეზერაშვილი დაინიშნა.

19.05.2025 / 09:37

ვიქტორ ყიფიანი - “ხელისუფლების მთავარი ნაკლია, რომ მათთვის ზღვარი სახელმწიფოებრიობასა და ძალაუფლების საკითხს შორის წაშლილია”

“ჩვენ არ ვართ რევოლუციონერები”, - გახარია თვითმართველობის არჩევნებში მონაწილეობას ადასტურებს, ვინ იქნება შემდეგი

კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე - “ეს წერილი გამოქვეყნდა ქართველი ხალხისთვის და ის უფრო გაამწვავებს ტრამპის ადმინისტრაციასთან ურთიერთობას”

ანექსიის პოლიტიკის გაგრძელება - რუსებმა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრებლებს მოქალაქეობის მიღება გაუმარტივეს

რუსული საზაფხულო შეტევის წინ უშედეგო მოლაპარაკებით პუტინმა ყურადღების გადატანა სცადა...

მამუკა ყურაშვილი - არ მაქვს უფლება, 2008 წლის ომთან დაკავშირებით კითხვებს არ გავცე პასუხი, ვერცერთ ტვინმოღრეცილს საშუალებას ვერ მივცემ დაღუპული გმირის ოჯახთან მივიდეს და უთხრას, თქვენს შვილს უღირსი ადამიანი მეთაურობდაო

მე დღეს მოსული ვარ დაღუპულების გამო, პასუხისმგებლობა მაქვს დაღუპულებთან, ვიღაც ტვინმოღრეცილებისგან არ მოჰყვა სწორი შეფასება - არ მაქვს უფლება, რომ 2008 წლის ომთან დაკავშირებით კითხვებს არ გავცე პასუხი, იქიდან გამომდინარე, რომ ვერცერთ ტვინმოღრეცილს საშუალებას ვერ მივცემ დაღუპული გმირის ოჯახის წევრთან მივიდეს და [უთხრას] თქვენს შვილს უღირსი ადამიანი მეთაურობდა და იმას კითხვებზე პასუხი არ აქვს. ვერ დავუშვებ იმას!- ამის შესახებ გენერალმა მამუკა ყურაშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელ დროებით საგამოძიებო კომისიაზე განაცხადა.

კომისიის დღევანდელ სხდომაზეც განსახილველი საკითხი 2004-2008 წლებში საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარება და 2008 წლის აგვისტოს ომია. როგორც მამუკა ყურაშვილმა განმარტა, ის ამ საკითხზე ჰააგაშიც მოწმის სახით არის დაკითხული, ამასთან, მზად არის კომისიის შეკითხვებსაც უპასუხოს.

„ქალბატონო თეა, თქვენ არაერთი ღამე გაქვთ გათენებული, ჰააგის ტრიბუნალი იცით და ყველა პატივცემულმა სტუმარმა, ვინც აქ არის მობრძანებული. მე იმით განვსხვავდები,რომ დაკითხული ვარ ჰააგაში, ვარ მოწმე. ბევრ კითხვაზე შეზღუდული ვარ, ვერ ვუპასუხებ იმიტომ, რომ გაუთქმელობაც არის. სხვადასხვა კომისიებზე ძალიან ბევრი ჩვენება მაქვს მიცემული, დაკითხული ვარ, მათ შორის, არსებობს სტენოგრამები. 17 წლის თავზე მზად ვარ ყველა კითხვას პასუხი გავცე. იმ მოკლე პერიოდში, როდესაც ომი მომხდარი იყო, უფრო კარგად მახსოვდა და იმის თქმა მინდა, რომ ჩემს ყველა სიტყვას ვეთანხმები. შეგიძლიათ გამოააშკარაოთ და აჩვენოთ ის ჩვენებები. რაც შეეხება 2007 წლიდან და მანამდე პერიოდს, ყველა დეტალზე მზად ვარ გიპასუხოთ. მე დღეს მოსული ვარ დაღუპულების გამო, პასუხისმგებლობა მაქვს დაღუპულებთან, ვიღაც ტვინმოღრეცილებისგან არ მოჰყვა სწორი შეფასება,მიუხედავად იმის,ა რომ ამ კომპონენტზე ბატონმა გენერალმა ზაზა გოგავამ ამომწურავი პასუხი გასცა. ჩემი ღრმა რწმენით, არ მაქვს უფლება, რომ 2008 წლის ომთან დაკავშირებით კითხვებს არ გავცე პასუხი იქიდან გამომდინარე, რომ ვერცერთ ტვინმოღრეცილს საშუალებას ვერ მივცემ დაღუპული გმირის ოჯახის წევრთან ვინმე მივიდეს და [უთხრას] თქვენს შვილს უღირსი ადამიანი მეთაურობდა და იმას კითხვებზე პასუხი არ აქვს. ვერ დავუშვებ იმას, რომ ეს ვინმეს ვათქმევინო“,- განაცხადა მამუკა ყურაშვილმა.

კომისიის თავმჯდომარე, თეა წულუკიანმა მას ჰკითხა, როდესაც ის შეიარაღებული ძალებიდან გათავისუფლების შემდგომ, 2007 წელს კვლავ დაბრუნდა შეიარაღებულ ძალებში, ხომ არ იყო რაიმე სიგნალი, მინიშნება, ან სამხედრო მნიშვნელობის, ან პოლიტიკური ფაქტი ან ინფორმაცია მისთვის ცნობილი, რომელიც პირადად მამუკა ყურაშვილს აფიქრებინებდა - შესაძლოა ისე დაიძაბოს ვითარება ოკუპირებულ ტერიტორიებზე, რომ ეს გადაზარდოს ომში.

მამუკა ყურაშვილმა აღნიშნულ კითხვას უპასუხა, რომ „არა“ და განმარტა, რომ კომისიის სხდომაზე ის შეფასებისთვის არ მისულა.

რაც შეეხება შეიარაღებული ძალებიდან მის გათავისუფლებას, მამუკა ყურაშვილის თქმით, ის ძალებიდან ორჯერ გაათავისუფლეს, პირველ შემთხვევაში 2006 წელს, მეორე შემთხვევაში კი 2011 წელს. მამუკა ყურაშვილის თქმით, პირველ შემთხვევაში თანამდებობიდან ის ირაკლი ოქრუაშვილმა გაათავისუფლა, მიზეზი კი იყო, შემდეგი „ოქრუაშვილი დაიბოღმა იმის გამო, რომ შს მინისტრი ვანო მერაბიშვილი გამოვატარე ცხინვალში“.

რეალურად კი, ყურაშვილის თქმით, იმ დროს თანამდებობიდან მისი გათავისუფლების შესახებ კითხვაზე პასუხი დღემდე არ აქვს.

„ამ კითხვაზე დღესაც არ მაქვს ზუსტი პასუხი. შეიძლება ასე აიხსნას, მაღალი თანამდებობის პირებს შორის შიდა კულუარული ინტრიგები [იყო]. ეს უკავშირდებოდა მერაბიშვილის და ოქრუაშვილის დაპირისპირებას. მე, როგორც სამხედრო მეთაურს, „ნოხის“ ქვეშ და კულისების უკან, რა ხდებოდა, არ ვიცი. ჩამობრძანებული იყო მინისტრი, ცხინვალიდან გამოვატარე. შს მინისტრის მერე არავის გაუვლია. გამოვატარე და ამაზე დაიბოღმა და გამათავისუფლა. დიახ, [ოქრუაშვილმა] გამათავისუფლა. ხეობაში მინისტრი მერაბიშვილი იყო ჩამოსული. მე მაგათი ურთიერთობა არ ვიცოდი.... [გათავისუფლების] მიზეზი დღემდე არ ვიცი, ჭორად მომიტანეს, რომ ეს იყო“, - განაცხადა ყურაშვილმა.

მისივე თქმით, შეიარაღებულ ძალებში 2007 წელს დაბრუნდა, მას შემდეგ რაც თავდაცვის მინისტრად დავით კეზერაშვილი დაინიშნა.

მირიან  მირიანაშვილი - ტრამპს არ მიეცემა საშუალება და ეს დღეს თვალნათლივ ჩანს, რუსეთთან პოლიტიკური ზავი იმდაგვარ ფორმატში დაიდოს, რომელიც რაიმენაირად ზიანს მიაყენებს უკრაინაში დასავლეთის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის