არჩილ გორდულაძე - თითქმის არ არსებობს ნიშანი, რომელიც პარტიის საქმიანობის აკრძალვის საფუძველია და „ნაცაგენტების“ პარტიებს არ ჰქონდეთ დარღვეული

საგამოძიებო კომისიის მიერ მიღებული დასკვნით და არამხოლოდ, ჩვენ გვექნება შესაძლებლობა, რომ საკონსტიტუციო სარჩელით მივმართოთ სასამართლოს და სამართლებრივი პასუხი მოეთხოვოთ იმ ადამიანებს, რომლებიც მართავენ იმ პარტიებს, რომლებიც კონსტიტუციური ჩარჩოდან გასული არიან, - ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძემ განაცხადა.

მისი თქმით, „ქართულ ოცნებას“ მყარი მოლოდინი აქვს, რომ საკონსტიტუციო სასამართლო მათი შეტანილი სარჩელით, განმტკიცებული მტკიცებულებებით და ფაქტობრივი გარემოებებით იმსჯელებს და მხოლოდ ობიექტურ გადაწყვეტილებას მიიღებს.

„გამომდინარე იქიდან, რომ საგამოძიებო კომისიას მანდატი მხოლოდ 2003-2012 წლებში მიმდინარე პროცესების, მოვლენების და იმ უბედურების აქვს, რომელიც ჩვენს ქვეყანაში „ნაცაგენტების“ წარმომადგენლების მხრიდან ტრიალებდა, მათი საქმიანობა ახლაც რომ გრძელდება, ზუსტად ანალოგიური დავალებების შესრულების ფორმატში, აუცილებელია, რომ ესეც იქნას გამოძიებული და საზოგადოების წინაშე მტკიცებულებების დონეზე იყოს წარმოჩენილი ეს მავნებლობები, რომლებსაც ჩვენს ქვეყანაში ჯაშუშები ატარებდნენ. შესაბამისად, მანდატი, რა თქმა უნდა, გაიზრდება და გავრცელდება მიმდინარე პერიოდზეც. საგამოძიებო კომისიის მიერ მიღებული დასკვნით და არამხოლოდ, ჩვენ გვექნება შესაძლებლობა, რომ საკონსტიტუციო სარჩელით მივმართოთ სასამართლოს და სამართლებრივი პასუხი მოეთხოვოთ იმ ადამიანებს, რომლებიც მართავენ იმ პარტიებს, რომლებიც კონსტიტუციური ჩარჩოდან გასული არიან. თითქმის არ არსებობს ნიშანი, რომელიც პარტიის საქმიანობის აკრძალვის საფუძველია და ამ ადამიანებს, პარტიებს არ ჰქონდეთ დარღვეული. ჩვენ მყარი მოლოდინი გვაქვს, რომ საკონსტიტუციო სასამართლო ჩვენი შეტანილი სარჩელით, განმტკიცებული მტკიცებულებებით და ფაქტობრივი გარემოებებით, იმსჯელებს და მიიღებს მხოლოდ ობიექტურ გადაწყვეტილებას“, - განაცხადა გორდულაძემ.

კითხვაზე, ამ კუთხით არის თუ არა „ქართული ოცნებისთვის“ გიორგი გახარია საინტერესო, გორდულაძემ უპასუხა, რომ ინტერესი მიემართება „ყველა „ნაც“ და „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიას, რომლებიც ერთად ასრულებენ დავალებებს, ამ დავალებების შესაბამისად არიან გასულები კონსტიტუციიდან და არსებობს სამართლებრივი საფუძველი რომ მათ მიმართ იყოს სარჩელი შეტანილი“.

„ამ ადამიანებს არ ექნებათ შესაძლებლობა, რომ თვალთმაქცურად დააფუძნონ ახალი პარტიები, თქვან, რომ „ჩვენ აღარ ვართ „ნაცები“; ჩვენი ნაცისტური საქმიანობა განსხვავებულია“. საკანონმდებლო სივრცეში ასეთი პარტიის აკრძალვის შესაძლებლობა დარჩება“, - განაცხადა გორდულაძემ.

ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, „ქართული ოცნება“ გეგმავს, პარლამენტში შექმნილი საგამოძიებო კომისიის დასკვნის საფუძველზე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს, „ნაციონალური მოძრაობის“ და „მისი სატელიტი“ პარტიების არაკონსტიტუციურად გამოცხადებასთან დაკავშირებით მიმართოს. გარდა ამისა, როგორც მდინარაძემ აღნიშნა, „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელი საგამოძიებო კომისიის მანდატი ფართოვდება და 2012 წლის შემდგომ პერიოდზეც გავრცელდება. ამასთან, რაც შეეხება თვითმმართველობის არჩევნებს, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის თქმით, კანონმდებლობით იქნება უზრუნველყოფილი, რომ „ნაცმოძრაობამ და მისმა სატელიტებმა“ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა ვერ მიიღონ.

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
სტეპან გრიგორიანი - აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთს რეგიონიდან აძევებენ, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ