ირაკლი ლექვინაძემ პარლამენტში მომხმარებლის დაცვის მიმართულებით საქმიანობის ანგარიში წარადგინა

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს (GCCA) თავმჯდომარემ, ირაკლი ლექვინაძემ საქართველოს პარლამენტში, ევროპასთან ინტეგრაციის და დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე, მომხმარებლის უფლებების დაცვის მიმართულებით განხორციელებული საქმიანობის შესახებ ანგარიში წარადგინა. ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო ავრცელებს.

მათი ცნობით, ირაკლი ლექვინაძემ დეტალურად ისაუბრა, 2022-2025 წლებში, მომხმარებლის უფლებების დაცვის მიმართულებით გატარებულ რეფორმებზე, მიღწეულ შედეგებზე, მომხმარებლის ინტერესების შესაბამისად უწყების მიერ დადგენილ სტანდარტებზე, გამოწვევებზე და სამომავლო გეგმებზე.

„2022 წლის 1-ელ ნოემბერს, სააგენტომ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის აღსრულება დაიწყო. 2024 წელს 2023 წელთან შედარებით, მომართვიანობა გაორმაგებულია. 2025 წლის იანვარ-თებერვალში, შემოსული განცხადებების რაოდენობა 60%-ით აღემატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს.

2022-2025 წლის სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, საქმეების 90%-ზე მეტი მომხმარებლის სასარგებლოდ გადაწყდა და მათ მილიონ ლარამდე აუნაზღაურდათ. საანგარიშო პერიოდში, ძირითადად, პრეტენზია ფიქსირდება ნაკლიანი ნივთის შეკეთებასა ან დაბრუნებაზე. ონლაინ ვაჭრობა იკავებს 70%-ს, ხოლო ნივთის ადგილზე შეძენა 30%-ს. მომართვიანობის მიხედვით ლიდერობს თბილისი 83%, რომელსაც მოჰყვება აჭარის რეგიონი 5% და იმერეთი 4%-ით“, - განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.

მისივე თქმით, 2024 წელს, საქართველოს მთავრობამ მომხმარებლის უფლებების დაცვის პირველ ეროვნულ სტრატეგიას მხარი დაუჭირა, რომელიც 2024-2027 წლებში, მარეგულირებელი უწყებების ერთობლივ აქტივობებს და მომხმარებელთა დაცვის მიმართულებით უწყებების კოორდინაციის გაძლიერებას ისახავს მიზნად.

„ჩვენ არაერთ მნიშვნელოვან ღონისძიებას ვახორციელებთ. მათ შორისაა - ნოემბრის თვეში, საერთაშორისო კონფერენცია „კონკურენცია და მომხმარებლის დაცვა“ და მარტის თვეში - მომხმარებლის დაცვის საერთაშორისო კვირეული, რომელიც მოიცავს როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში მცხოვრებ მომხმარებლებთან შეხვედრას“,- განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.

მან ასევე დეტალურად ისაუბრა უწყების მიერ მიღებულ მნიშვნელოვან ქეისებზე და დადგენილ სტანდარტებზე. მისი განცხადებით, სამართლიანი და გამჭვირვალე სავაჭრო პრაქტიკის დანერგვის მიზნით, 2024 წელს, GCCA-ის მიერ მომზადდა - საქონელსა და მომსახურებაზე ფასის მითითების გზამკვლევი, ბიზნეს-სამომხმარებლო ურთიერთობებში პირთა ცნობიერების ამაღლების სახელმძღვანელო. ასევე, სმენა და მხედველობადაქვეითებული მომხმარებლების საჭიროებებზე ადაპტირებული ვიდეო და ბეჭდური მასალა და ა.შ.

ირაკლი ლექვინაძის თქმით, მნიშვნელოვანი ყურადღება ეთმობა - შშმ პირების, ეთნიკური უმცირესობების, რეგიონში მცხოვრები მომხმარებლების, სასკოლო-საგანმანათლებლო სექტორში ჩართული პირების ინფორმირებულობის ხარისხის გაუმჯობესებას და მათთან აქტიური დიალოგის რეჟიმის ფორმირებას. საკომიტეტო მოსმენაზე საუბარი ასევე საერთაშორისო თანამშრომლობის მიმართულებით განხორციელებულ აქტივობებს შეეხო, სადაც აღინიშნა, რომ მომხმარებლის უფლებების დაცვის კანონმდებლობის აღსრულების დაწყებიდან 2 წლისთავზე მსოფლიო ბანკის (World Bank Group) მიერ GCCA-ს ერთ-ერთი ქეისი საუკეთესოდ იქნა მიჩნეული 40 ქვეყანას შორის და შესაბამისი პრიზიც იქნა მოპოვებული.

უწყების ინფორმაციით, საკომიტეტო მოსმენას საქართველოს პარლამენტის წევრები, GCCA-ის თანამშრომლები, მარეგულირებელი უწყებების წარმომადგენლები და დარგის ექსპერტები ესწრებოდნენ.

მირიან მირიანაშვილი - თუ რუსეთმა აშშ-თან უკრაინაში ომის დასრულების შეთანხმება ვერ დადო, ანუ, თუ სი ძინ პინი „ვერ გადააგდო“, მაშინ საქართველო რუსეთის გავლენის სფეროში ვერ აღმოჩნდება
ქართული პრესის მიმოხილვა 17.04.2025
„ვისოლი“ ციფრული ტრანსფორმაციის ახალ ეტაპზე გადადის
Touch Plarform-ის ორგანიზებით, თბილისში რიგით მეორე საერთაშორისო ციფრული დიზაინ ფესტივალი Touch RGB გაიმართება
სილქნეტის აქცია: თემატური სპორტული პაკეტები დამატებითი გადასახადის გარეშე
საბანკო ასოციაციის რჩევები კიბერუსაფრთხოებისთვის დღესასწაულების წინ
კახა ოქრიაშვილი „ქართულ ოცნებაზე“ - იმედია, მათი ქაოტური, 180-გრადუსიანი ტრიალი ყველა მიმართულებით უფსკრულში არ გადაგვჩეხავს!
როგორ ხდება უძრავი ქონების საინვესტიციოდ შეფასება?
„ამბასადორი აილენდ ბათუმი” ინოვაციურ პროექტს და საქართველოს განსაკუთრებულ საინვესტიციო პოტენციალს დუბაის უძრავი ქონების საერთაშორისო გამოფენაზე წარადგენს
26 აპრილი „არქიში“ დიდი ფასდაკლების დღეა