ევროკომისიის პრესსპიკერი „მეგობარი აქტზე“ - ჩვენ ვნახეთ სენატის აქტი,  ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ მსოფლიო ყურადღებას აქცევს იმას, რაც საქართველოში ხდება

ჩვენ ვნახეთ სენატის აქტი. ჩვენ ყურადღებას ვუთმობთ ამ საკითხს. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ მსოფლიო ყურადღებას აქცევს იმას, რაც საქართველოში ხდება, - ამის შესახებ ევროკომისიის საგარეო და უსაფრთხოების საკითხების პრესსპიკერმა ანიტა ჰიპერმა ბრიუსელში, „ინტერპრესნიუსის“ სპეციალური კორესპონდენტის კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა.

მისი თქმით, ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ საქართველოსთან მიმართებაში ევროკავშირის პოზიცია უცვლელია.

„ჩვენი პოზიცია ძალიან მკაფიოა, როგორც ეს უმაღლესმა წარმომადგენელმაც [კაია კალასმა] განაცხადა. გასული წლის შემდეგ, ჩვენ ვნახეთ საპარლამენტო არჩევნები და [საქართველოში] ჩვენ გვაქვს სერიოზული დემოკრატიული უკანდახევა, სერიოზული რეპრესიები მშვიდობიანი მოსახლეობის, დაპატიმრებული ჟურნალისტებისა და უდანაშაულო მომიტინგეების მიმართ.

ჩვენ მყისიერად გვქონდა პოზიცია, როგორც ჩვენი პოლიტიკური კონტაქტების შემცირებისა და შეწყვეტის კუთხით, ასევე, როდესაც საქმე ეხება საქართველოს ხელისუფლებისთვის ჩვენი პირდაპირი დახმარების შეწყვეტას და ასევე სამოქალაქო საზოგადოებისთვის ფინანსური მხარდაჭერის გადამისამართების საკითხს“, - განაცხადა ანიტა ჰიპერმა.

ცნობისთვის, სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა „მეგობარ აქტს“ მხარი დაუჭირა.

ლევან ლორთქიფანიძე - ნისლი გაფანტულია - „ქართული ოცნების“ საგარეო და საშინაო პოლიტიკა სულ უფრო ცხადი და განსაზღვრული ხდება, ივანიშვილი საზოგადოებას უზარმაზარი მორალური კომპრომისისთვის ამზადებს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა