სალომე ზურაბიშვილმა ბალტიის რეგიონში ვიზიტი დაასრულა

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ბალტიის რეგიონში ვიზიტი, ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრით დაასრულა, რომელზეც ქვეყანაში დემოკრატიის კუთხით არსებული ვითარება განიხილეს. ამის შესახებ ინფორმაციას სალომე ზურაბიშვილის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, ვიზიტის ფარგლებში, სალომე ზურაბიშვილი ესტონეთის პრეზიდენტს, ალარ კარისს შეხვდა. როგორც ზურაბიშვილმა შეხვედრის შემდეგ აღნიშნა, ალარ კარისმა მას საქართველოს ევროპული მომავლისთვის გადამწყვეტ ბრძოლაში ქართველ ხალხს ურყევი მხარდაჭერის გზავნილი გადასცა.

„ესტონეთის პარლამენტის თავმჯდომარესთან ლაური ჰუსარტან შეხვედრაზე, სადაც საკანონმდებლო ორგანოს ხელმძღვანელმა მტკიცედ დაადასტურა დემოკრატიული არჩევნებისთვის სწრაფვაში საქართველოსა და ქართველი ხალხისადმი ესტონეთის მხარდაჭერა, სალომე ზურაბიშვილმა მადლობა გადაუხადა ლაური ჰუსარტს პრეზიდენტის პირადი მხარდაჭერისთვის.

პრეზიდენტისა და პარლამენტარების შეხვედრაზე, რომელსაც ესტონეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე მარკო მიჰკელსონი და კომიტეტის წევრები ესწრებოდნენ, ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროპის უსაფრთხოების წინაშე არსებული მრავალი გამოწვევის მიუხედავად, საქართველოს ყოფნა ევროკავშირის დღის წესრიგში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

თავდაცვისა და უსაფრთხოების საერთაშორისო ცენტრში (ICDS), ანალიტიკოსებთან შეხვედრისას, სადაც პრეზიდენტს ICDS-ის დირექტორი კრისტი რაიკმა უმასპინძლა, განიხილეს ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობა, მიმდინარე საპროტესტო აქციები, საქართველოში არსებული პოლიტიკური კრიზისი და მისი დაძლევის გზები.

პრეზიდენტმა ანალიტიკური წრეების წარმომადგენლებს საქართველოს ევროპული გზისადმი მათი ურყევი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

ლიეტუვისა და ლატვიის შემდეგ, საქართველოს პრეზიდენტმა, ტალინში ინტერვიუ მისცა ესტონეთის საზოგადოებრივ მაუწყებელსაც“, - ნათქვამია სალომე ზურაბიშვილის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ავთანდილ წულაძე - გეოპოლიტიკური ვითარება მსოფლიოში სწრაფად იცვლება და საქართველო ვერ დარჩება ამ ცვლილებების მიღმა, სწორედ ამიტომ, პოლიტიკური აპათიისა და „ძველი დროების“ ნოსტალგიის პერიოდი ხანმოკლე იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 14.09.2026
„ლექსუს თბილისმა“ პრესტიჟული ჯილდო „KIWAMI“ მეხუთედ მოიპოვა
„ბიბლუსი“ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად 14-15 სექტემბერს სიურპრიზებს გიმზადებთ
ლეგენდარული კორეული ბრენდი Beauty of Joseon ექსკლუზიურად PSP-შია
თბილისში მე-7 საერთაშორისო სამედიცინო კონფერენცია - ვორქშოფი „Infertility 35+“ გაიმართება — საერთაშორისო ექსპერტები, ქართველი სპეციალისტები და რეპროდუქციული მედიცინის უახლესი მიღწევები ერთ სივრცეში