პაატა მანჯგალაძე - პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიით ცდილობენ, ისეთი არგუმენტები შეუქმნან რუსეთს, რომ მისი პასუხისმგებლობა არასდროს დადგეს - ეს არის ღალატის კომისია

პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიით ცდილობენ, ისეთი არგუმენტები შეუქმნან რუსეთს, რომ მისი პასუხისმგებლობა არასდროს დადგეს - ეს არის ღალატის კომისია, რომელიც პირდაპირ ამხელს „ქართულ ოცნებას, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის” გენერალურმა მდივანმა პაატა მანჯგალაძემ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელი პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე საუბრისას განაცხადა.

როგორც მანჯგალაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ აღნიშნა, „ეს კომისია სანახაობრივად შეიძლება ტოვებდეს ფარსის შთაბეჭდილებას, მაგრამ შინაარსით და მიზნით არის ძალიან ბოროტი ჩანაფიქრი“.

„მთავარია საქართველოს დასდონ ბრალი, რადგან იმდროინდელი ლეგიტიმური მთავრობის ომის დაწყებაში დადანაშაულება ნიშნავს, საქართველოს დადანაშაულებას.

ვიცით, რომ სტრასბურგის და ჰააგის სასამართლოებში საქართველომ მოიგო და ერთადერთი დამნაშავე არის რუსეთი. ამ კომისიით ცდილობენ, ისეთი არგუმენტები შეუქმნან რუსეთს, რომ მისი პასუხისმგებლობა არასდროს დადგეს. ეს არის ღალატის კომისია, რომელიც პირდაპირ ამხელს „ქართულ ოცნებას“,- განაცხადა მანჯგალაძემ.

მისივე თქმით, 31 მარტს „ქუდზე კაცი უნდა გამოვიდეს“.

„არის ხალხი, რომელსაც არ უნდა კომფორტის ზონიდან გამოსვლა. „ქართული ოცნება“ არავის უტოვებს შანსს, რომ კომფორტის ზონაში დარჩეს. ოპოზიციაში კი არა ყველგან არის ადამიანი, რომელსაც ურჩევნია რომ სხვამ გააკეთოს. მესიას რატომ ეძებს ხალხი? იმიტომ, რომ მის ნაცვლად სხვა ავიდეს ჯვარზე. ჩვენი საბრძოლო რომ არის ამაშია საქმე. სინდისი არ მოგვცემს იმის უფლებას, რომ სახლში ვისხდეთ“, - აღნიშნა მანჯგალაძემ.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს