ჯეი დი ვენსი - გრენლანდიაში სამხედრო ძალის გამოყენება საჭირო არ იქნება

გრენლანდიაში სამხედრო ძალის გამოყენება საჭირო არ იქნება, - ამის შესახებ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა პარასკევს, 28 მარტს, მეუღლესთან, უშა ვენსთან ერთად გრენლანდიაში ვიზიტისას განაცხადა.

„ჩვენ არ ვფიქრობთ, რომ სამხედრო ძალა ოდესმე საჭირო იქნება. ვფიქრობთ, მოხდება ის, რომ თვითგამორკვევის გზით გრენლანდიელები დანიისგან დამოუკიდებლობას აირჩევენ, შემდეგ კი ჩვენ გრენლანდიელ ხალხთან საუბარს დავიწყებთ“, - განაცხადა ჯეი დი ვენსმა.

ამასთან, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა პიტუფიკის კოსმოსურ ბაზაზე ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნა, რომ დანია გრენლანდიის უსაფრთხოებისთვის „საკმარისს არ აკეთებს“.

„ვიმედოვნებთ, რომ ისინი აშშ-თან პარტნიორობას აირჩევენ, რადგან ჩვენ დედამიწაზე ერთადერთი ქვეყანა ვართ, რომელიც მომავალში მათ სუვერენიტეტსა და უსაფრთხოებას პატივს სცემს“, - აღნიშნა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე