გიგა ლემონჯავა - არავითარი სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძველი ელენე ხოშტარიას დაკავებას არ აქვს - რეჟიმი ფიქრობს, რომ ამ გზით პროტესტს შეაჩერებს, თუმცა რეპრესიული პოლიტიკა პროტესტის ჩაკვლის საფუძველი ვერ გახდება

კოალიცია „ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი წევრის, გიგა ლემონჯავას განცხადებით, რეპრესიული პოლიტიკა საპროტესტო მუხტს ვერ ჩააქრობს.

აღნიშნულის შესახებ მან ჟურნალისტებს თბილისის მთავარ სამმართველოსთან განუცხადა, სადაც ადმინისტრაციული წესით დაკავებული კოალიციის წევრი, ელენე ხოშტარია იმყოფება.

ელენე ხოშტარიას დაკავების ოფიციალური მიზეზი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების პირველი ნაწილია, რაც სტანდარტულია, ასეთი პოლიტიკური დაკავებების დროს. არავითარი სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძველი ამ დაკავებას არ აქვს, ეს ისეთივე პოლიტიკური დაკავებაა, როგორც ნებისმიერი სხვა. რეჟიმი ფიქრობს, რომ ამ გზით შეაჩერებს პროტესტს, ბუნებრივია, რა თქმა უნდა, ვერც ელენეს შემთხვევაში და ვერც სხვა შემთხვევაში, ასეთი ტიპის დაკავებები, ვერც ჯარიმები და ვერც რეპრესიული პოლიტიკა ვერ გახდება პროტესტის ჩაკვლის საფუძველი. ამ ადამიანების უკან ჩვენი ქვეყანა, ამ ქვეყნის თავისუფლება და დამოუკიდებლობა დგას, ამ რეპრესიის ავტორების უკან კარიერული დაწინაურება - ხელფასი, პრემია და კორუფციული ინტერესები დგას“, - განაცხადა ლემონჯავამ.

ვახუშტი მენაბდე - მოძრაობა „ეროვნულმა თაობამ“ რა მიზნებიც დაისახა და თქვა, დავიცავო, ხელისუფლების დასაცავი და პასუხისმგებლობაა, რომელსაც ის თავს ვერ ართმევს
ქართული პრესის მიმოხილვა 27.07.2026
„შენაქო შალე“ - კომფორტული დასვენება თუშეთის უნიკალურ გარემოში სილქ ჰოსფითალითისთან ერთად
უფასო ლარისა და დოლარის გადარიცხვები ბიზნესისთვის
„ზიგმა საბურთალო“ - მათთვის, ვინც ახალ სტანდარტს ეძებს