ნიკა გვარამია - ელენე ხოშტარია გააშიშვლეს, უკან შეუკრეს ხელები - ოთახში, ჩვეულებრივ საწოლზე ეწვათ საკმაო ხანს და მეტალოდეტექტორს ატარებდნენ შიშველ სხეულზე

ელენე გააშიშვლეს, უკან შეუკრეს ხელები და ასე ჩვეულებრივ ოთახში, ჩვეულებრივ საწოლზე, გაშიშვლებული ქალი, პოლიტიკოსი ეწვათ საკმაო ხანს და მეტალოდეტექტორს ატარებდნენ შიშველ სხეულზე, - ამის შესახებ კოალიცია „ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა გვარამიამ განაცხადა.

რაც შეეხება შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ელენე ხოშტარიას სავარაუდოდ კანონსაწინააღმდეგო ნივთიერება უპოვეს, რასაც ექსპერტიზა უტარდება, გვარამია აღნიშნულზე ამბობს, რომ ეს ამბავი შსს-მ მოიგონა, რადგან ხოშტარიას გაშიშვლება გაამართლონ, თითქოს ნარკოტიკს ეძებდნენ.

გარდა ამისა, გვარამიას ინფორმაციით, დაკავების შემდეგ ელენე ხოშტარიას წნევის კრიზი ჰქონდა, თუმცა, წამლები ამ დრომდე არ მიუწოდებიათ.

„ელენე გააშიშვლეს ბოლომდე, უკან შეუკრეს ხელები და ასე ჩვეულებრივ ოთახში, ჩვეულებრივ საწოლზე, გაშიშვლებული ქალი, პოლიტიკოსი ეწვათ საკმაო ხანს და მეტალო დეტექტორს ატარებდნენ შიშველ სხეულზე დიდი ხნის განმავლობაში. შემთხვევით, ხომ არ იცით, მეტალოდეტექტორით სხეულზე რა უნდა იპოვო? წამალს რაც შეეხება, ეს ამბავი, რაც ახლა მათ მოიგონეს, არის იმისთვის, რომ ეს გაშიშვლება და რაღაცის ძებნა გაამართლონ რომ ვითომ, ნარკოტიკი გვეგონა, ნარკოტიკს ვეძებდითო და ასე შემდეგ, ოღონდ მეტალოდეტექტორით ნაპოვნი ნარკოტიკი არ ვიცი, როგორია. რაც შეეხება წამალს, ელენეს ჯანმრთელობის მდგომარეობა ბოლო წლების განმავლობაში საზოგადოებამაც იცის ალბათ, რომ სრულყოფილი არ არის, მას ყოველთვის ბევრი წამალი აქვს თან, ეს წამლებიც არ მისცეს, მას წნევის კრიზი ჰქონდა, როცა მოიყვანეს, მაშინაც წნევის კრიზი ჰქონდა და ამ დროს, ღებინების რეფლექსი ირთვება, უთხრეს, რომ საპირფარეშოში ვერ გაგიშვებთ, პარკს მოგიტანთ და იქ არწყიეთო, იგივე საბას[სხვიტარიძეს] გაუკეთეს, ეს ნაცნობი პრაქტიკაა ამ ქაჯეთის ციხის. ამის შემდეგ ითხოვა, მარეგულირებელი დამალევინეთო, დღემდე არ მიუციათ, ახლაც მაღალი წნევა აქვს, ეს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არის, სამედიცინო კაბინეტში არ გვაქვს და თვითონ შემოიტანეო, ჯერჯერობით, ეს ვერ მოხერხდა“, - განაცხადა „ტვ პირველთან“ ნიკა გვარამიამ.

ცნობისთვის, ელენე ხოშტარია პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე, 28 მარტს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173 მუხლებით დააკავეს, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

ავთანდილ წულაძე - ტრამპი პუტინის სასარგებლოდ მოქმედებს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.04.2025
Yandex Go-ს ელექტროსკუტერები უკვე თბილისშია
ბრიტანულ-ქართული აკადემიისა და ბრიტანული სკოლის დამფუძნებლები მთავრობას მიმართავენ
Walmark - 10 წელი საქართველოში: პირველი საკვები დანამატების ბრენდი, რომელმაც მოსახლეობაში ჯანმრთელობაზე ზრუნვის კულტურა დანერგა
"გოლდენ ფლის ინვესთმენთსი" ოპერირების პირველი წლის წარმატებით დახურვას აღნიშნავს
„სოკარი“ ციფრული გამოცდილების ახალ ეტაპზე გადადის - განახლებული აპლიკაცია და ლოიალობის პროგრამა უკვე ხელმისაწვდომია
„მაკდონალდს საქართველოს“ თბილისში, რიგით 26-ე ახალი რესტორანი შეემატა