მაია კოპალეიშვილი - 31 მარტთან დაკავშირებით განსაკუთრებული მზადებაა - სალომე ზურაბიშვილი ოპოზიციასთან ერთად სამოქმედო გეგმის შეთანხმებულ ვარიანტს გააჟღერებს

31 მარტთან დაკავშირებით განსაკუთრებული მზადებაა, გარდა იმისა, რომ 31 მარტი ჩვენთვის, ქართველებისთვის მნიშვნელოვანი თარიღია, ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს გადაწყვეტილი აქვს, განცხადებაც გააკეთოს, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" კოალიცია "ცვლილებისთვის" წევრმა მაია კოპალეიშვილმა განუცხადა.

ის პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე იმყოფება. როგორც კოპალეიშვილი განმარტავს, ზურაბიშვილი ოპოზიციასთან კონსულტაციების შედეგად სამოქმედო გეგმის შეთანხმებულ ვარიანტს გააჟღერებს.

"ალბათ, რელევანტური იქნება, ქალბატონ სალომეს ამ განცხადებას დაველოდოთ, რომელიც რა თქმა უნდა, კონსულტაციების შედეგად იქნება მიღებული. იცით, რომ ოპოზიციური პარტიები პრეზიდენტს ხვდებიან, სხვადასხვა საკითხებზე კონსულტაციებს ატარებენ, ამიტომ 31 მარტს პრეზიდენტი ზუსტად განაცხადებს შედეგებს. ვფიქრობ, ის იტყვის რაღაც შეთანხმებულ ვარიანტს, მათ შორის, ისიც გაირკვევა, სად თანხმდებიან და სად - ვერა.

ჩვენთვის არ იცვლება ის მთავარი, რაც თავიდანვე დავასახელეთ, ჩვენ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას არ მივიღებთ, ეს უკვე გაცხადებული გვაქვს. ჩვენთვის მთავარია, ახალი საპარლამენტო არჩევნები და რეჟიმის ტყვეების, სინდისის პატიმრების გათავისუფლება, მათ მიმართ სისხლის სამართლის საქმეების შეწყვეტა. ერთადერთი, როცა შესაძლებელია ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის მიღება, როცა ვთქვათ, საპარლამენტო არჩევნები ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებს დაემთხვევა. ახალი საპარლამენტო არჩევნები ახალი ცესკო-ს ადმინისტრაციით და პატიმრების გათავისუფლება - ამის გარეშე თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას არ ვიღებთ", - განაცხადა კოპალეიშვილმა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი