რუსებმა ხარკოვს დაარტყეს, არის მსხვერპლი

რუსულმა ძალებმა ხარკოვზე, დრონების გამოყენებით, მასიური თავდასხმა განახორციელეს, რის შედეგადაც დაიღუპა ორი ადამიანი და დაშავდა - 30.

თავდასხმის შესახებ განახლებულ მონაცემებს საოლქო პროკურატურის წარმომადგენელი, დიმიტრი ჩუბენკო ავრცელებს.

„აფეთქებების შედეგად დაზიანდა 12 მაღალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსი, 24 კერძო საცხოვრებელი სახლი და 13 ავტომობილი“, - აღნიშნა ჩუბენკომ.

ხარკოვის საოლქო-სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ოლეგ სინეგუბოვის ინფორმაციით, რუსებმა „შაჰედის“ ტიპის უპილოტო საფრენი აპარატებით ქალაქის რამდენიმე რაიონს შეუტიეს.

ხარკოვის მერის, იგორ ტერეხოვის განცხადებით, წინასწარი ინფორმაციით, რუსების თავდასხმის შედეგად დაზიანებულ ობიექტებს შორისაა სავაჭრო ცენტრი, მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსები, სამედიცინო დაწესებულება და საოფისე შენობა. მისივე თქმით, დაშავებულებს შორის 5-დან 17 წლამდე ასაკის ხუთი ბავშვია. 15 წლის გოგონა მძიმე მდგომარეობაშია.

ამასთან, ქალაქში მტრის ერთ-ერთი სამიზნე სამხედრო ჰოსპიტალი იყო. უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, არიან დაშავებულები იმ სამხედროებს შორის, რომლებიც სამედიცინო ცენტრში მკურნალობას გადიოდნენ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის