„ჰამასის“ ხელმძღვანელი - ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ წინადადებას დავთანხმდით

“ჰამასი” დათანხმდა ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის წინადადებას, რომელიც შუამავლებისგან, ეგვიპტისა და კატარისგან, ორი დღის წინ მიიღო, - Reuters-ის ინფორმაციით, ამის შესახებ “ჰამასის” ხელმძღვანელმა, ხალილ ალ-ჰაიამ განაცხადა.

"ორი დღის წინ მივიღეთ წინადადება ეგვიპტელი და კატარელი შუამავლებისგან. დადებითად განვიხილეთ და მივიღეთ", - განაცხადა ხალილ ალ-ჰაიამ.

ამასთან, წყაროებმა უსაფრთხოების სამსახურიდან Reuters-ს განუცხადეს, რომ ეგვიპტემ მიიღო დადებითი მინიშნებები ისრაელისგან ცეცხლის შეწყვეტის ახალ წინადადებასთან დაკავშირებით.

წყაროების ცნობით, წინადადება ითვალისწინებს „ჰამასის“ მიერ ყოველ კვირას ხუთი ისრაელელი მძევლის გათავისუფლებას.

ისრაელის პრემიერ-მინისტრის ოფისმა განაცხადა, რომ მან გამართა კონსულტაციების სერია შუამავლებისგან მიღებული წინადადების მიხედვით და რომ ისრაელმა შუამავლებს გადასცა კონტრწინადადება შეერთებულ შტატებთან სრული კოორდინაციით.

Reuters-მა ისრაელის პრემიერ-მინისტრის ოფისს მიმართა შეკითხვით, ისინიც დათანხმდნენ თუ არა ცეცხლის შეწყვეტის წინადადებას, მაგრამ პასუხი არ მიუღია.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა