„საქართველოსთვის“ - კიდევ ერთხელ დასტურდება რამხელა დარტყმას აყენებს „ოცნება“ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს

კიდევ ერთხელ დასტურდება რამხელა დარტყმას აყენებს “ოცნება” საქართველოს ეროვნულ ინტერესებს, უპირველეს ყოვლისა - ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს, - ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ განცხადებაშია ნათქვამი.

განცხადებაში პარტია ხაზს უსვამს, რომ „საკუთარი სამშობლოსთვის ომის დაწყების გადაბრალება მაშინ, როცა საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ ყველა საერთაშორისო სამართლებრივი დავა მოგებული აქვს, უმძიმეს დარტყმას აყენებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს“.

„კერძოდ:

- ⁠ამართლებს რუსეთის აგრესიას, ოკუპაციას და ეთნიკურ წმენდას, ხოლო ოკუპანტ სახელმწიფოს პასუხისმგებლობას უხსნის;

- აზიანებს მშვიდობიანად საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პერსპექტივას;

- კიდევ უფრო ართულებს დევნილების საკუთარ სახლებში დაბრუნების შესაძლებლობას;

- აზიანებს ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკას;

- წინააღმდეგობაშია 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლოს მიერ საქართველოს სასარგებლოდ მიღებულ გადაწყვეტილებებთან;

ახალისებს რუსეთის აგრესიული პოლიტიკის გაგრძელებას და ზრდის განმეორებითი აგრესიის საფრთხეს;

- შეურაცხყოფს რუსეთის აგრესიასთან ბრძოლისას დაღუპული გმირების ხსოვნას და მათ თავდადებას სამშობლოს დაცვისთვის წარმოებულ ბრძოლაში;

- ლახავს ქართული ჯარის ღირსებას და ხელს უწყობს თავდაცვის ძალებში მორალისა და მოტივაციის შესუსტებას, რაც ჯარის თავდაცვისუნარიანობის აუცილებელი კომპონენტია.

ოცნების ე.წ. დეპუტატების საგამოძიებო კომისიის დასკვნამდე გაკეთებულ სამარცხვინო განცხადებებს უკვე მოჰყვა გამოხმაურება ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. საგარეო უწყებისგან, რომელიც მოითხოვს “სამხედრო აგრესიის" გაჩაღებაში "დამნაშავე" პირების დასჯას. იმ პირების, რომლებმაც, მათი თქმით, "სამხრეთ ოსეთში" შეჭრის ბრძანება გასცეს. ამას ემატება ჟენევის დისკუსიების ფორმატში რუსეთის საგარეო უწყების მისალმება “ოცნების” სამარცხვინო ბოდიშისადმი.

კიდევ ერთხელ დასტურდება რამხელა დარტყმას აყენებს “ოცნება” საქართველოს ეროვნულ ინტერესებს, უპირველეს ყოვლისა - ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს”, - აღნიშნულია განცხადებაში.

ავთანდილ წულაძე - ტრამპი პუტინის სასარგებლოდ მოქმედებს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.04.2025
Yandex Go-ს ელექტროსკუტერები უკვე თბილისშია
ბრიტანულ-ქართული აკადემიისა და ბრიტანული სკოლის დამფუძნებლები მთავრობას მიმართავენ
Walmark - 10 წელი საქართველოში: პირველი საკვები დანამატების ბრენდი, რომელმაც მოსახლეობაში ჯანმრთელობაზე ზრუნვის კულტურა დანერგა
"გოლდენ ფლის ინვესთმენთსი" ოპერირების პირველი წლის წარმატებით დახურვას აღნიშნავს
„სოკარი“ ციფრული გამოცდილების ახალ ეტაპზე გადადის - განახლებული აპლიკაცია და ლოიალობის პროგრამა უკვე ხელმისაწვდომია
„მაკდონალდს საქართველოს“ თბილისში, რიგით 26-ე ახალი რესტორანი შეემატა