თინა ბოკუჩავა - ერთიანი პოზიციები არ არსებობს - უტოპიურ და არარეალისტურ საკითხებზე დასაკარგი დრო ნამდვილად არ არის, ჩვენ ჩვენი ბრძოლა უნდა გავაგრძელოთ არა ყალბი მოლოდინებით, არამედ პოლიტიკური და პარტიული პლატფორმით

უტოპიურ და არარეალისტურ საკითხებზე დასაკარგი დრო ნამდვილად არ არის, ჩვენ ჩვენი ბრძოლა უნდა გავაგრძელოთ არა ყალბი მოლოდინებით, არამედ პოლიტიკური და პარტიული პლატფორმით,- ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, თინა ბოკუჩავამ ჟურნალისტებს საქართველოს მეხუთე პრეზიდენტ, სალომე ზურაბიშვილთან ოპოზიციის შეხვედრის დასრულების შემდეგ განუცხადა.

მისი განმარტებით, პოლიტიკური პატიმრების ოჯახის წევრებს არჩევნებთან და ოპოზიციის სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით კონკრეტული მოლოდინები აქვთ, თუმცა, სამწუხაროდ, „არცერთ აღნიშნულ საკითხზე ერთიანი პოზიციები არ არსებობს“.

„ჩემი დღეს აქ მოსვლის ერთადერთი მიზანი იყო, რომ გადმომეცა პოლიტიკური პატიმრების ოჯახის წევრების გზავნილი - მათ აქვთ კონკრეტული მოლოდინები ადგილობრივ თვითმმართველობასთან დაკავშირებით, ოპოზიციის ერთიანობასთან, პროტესტის სამომავლო განვითარებასთან დაკავშირებით, მათ შორის რეგიონებში გასვლის ჩათვლით, მაგრამ სამწუხაროდ, ვხედავთ, რომ არცერთ აღნიშნულ საკითხზე რეალურად, ერთიანი პოზიციები არ არსებობს. ამიტომ, დღეს როდესაც რეჟიმი რეპრესიების ახალ ტალღას იწყებს და პირდაპირ აანონსებს პოლიტიკური პარტიების აკრძალვას, ჩემი აზრით, ყველაზე ძვირფასია დრო. ნამდვილად არ არის დასაკარგი დრო უტოპიურ და არარეალისტურ საკითხებზე. ამიტომ, ჩვენ ჩვენი ბრძოლა უნდა გავაგრძელოთ არა ყალბი მოლოდინებით, არამედ პოლიტიკური და პარტიული პლატფორმით“, - განაცხადა ბოკუჩავამ მედიასთან.

ვახტანგ ძაბირაძე - ახლა რუსეთი ყველა იმ მიმართულებაზე შეეცდება სათავისო პოზიციების გაძლიერებას, სადაც ეს შესაძლებელია, როგორც ჩანს, საქართველოს მიმართულება ერთ-ერთი ასეთია
პარტიების აკრძალვა ქართულ სახელმწიფოსა და ქართველ ხალხზე რუსეთის ჰიბრიდული თავდასხმის შემდგომი ეტაპია, ხოლო იარაღი - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ქართული პრესის მიმოხილვა 19.10.2026
ევროპული წარმოების „SeaWill“-ისა და „Food Luck“-ის პროდუქტები საქართველოს ბაზარზე უკვე ხელმისაწვდომია
რა ღირს ბუღალტრული მომსახურება საქართველოში და რის მიხედვით განისაზღვრება ფასი?
ახალი სტანდარტი უძრავი ქონების ბაზარზე - Livo.ge პრემიერ-აგენტის სტატუსის დამკვიდრებას იწყებს
სილქ როუდ ჯგუფმა წლის საუკეთესო მაღალშემოსავლიანი ობლიგაციების ტრანზაქციის ჯილდო მოიპოვა